თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)
2. მგზავრს, რომელმაც აცნობა გადამყვანს საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, უფლება აქვს უკან დაიბრუნოს მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის, ვადისა და ოდენობის ფარგლებში.
3. მგზავრს მთლიანად დაუბრუნდება მგზავრობისა და ბარგის გადატანისათვის გადახდილი თანხა, თუ იგი:
ა) საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულებას შეწყვეტს დადგენილი ვადის გასვლამდე;
ბ) ვერ გამოცხადდება გემზე ავადმყოფობის გამო ან ამავე მიზეზით უარს განაცხადებს მგზავრობაზე და წარმოადგენს ავადმყოფობის ცნობას;
გ) უარს განაცხადებს მგზავრობაზე გადამყვანის ქმედებიდან გამომდინარე მიზეზის გამო.
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.07.2006 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 170 1. მგზავრს უფლება აქვს გემის გასვლამდე ნებისმიერ დროს, ხოლო მგზავრობის დაწყების შემდეგ ნებისმიერ ნავსადგურში, რომელშიც გემი შევა მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის, შეწყვიტოს საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულება. 2. მგზავრს, რომელმაც აცნობა გადამყვანს საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებშესახებ, , უფლება აქვს უკან დაიბრუნოს მგზავრობისმგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური საქართველოსხელშეკრულებით საზღვაოგათვალისწინებული ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესის, ვადისა და ოდენობის ფარგლებში. 3. მგზავრს მთლიანად დაუბრუნდება მგზავრობისა და ბარგის გადატანისათვის გადახდილი თანხა, თუ იგი: ა) საზღვაო გადაყვანის ხელშეკრულებას შეწყვეტს დადგენილი ვადის გასვლამდე; ბ) ვერ გამოცხადდება გემზე ავადმყოფობის გამო ან ამავე მიზეზით უარს განაცხადებს მგზავრობაზე და წარმოადგენს ავადმყოფობის ცნობას; გ) უარს განაცხადებს მგზავრობაზე გადამყვანის ქმედებიდან გამომდინარე მიზეზის გამო. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.1
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება