თავი IX — ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)
2. გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს საქართველოში რეგისტრირებული იმ გემით, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე განახორციელოს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ფარავს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის გადამყვანის პასუხისმგებლობას.
3. სავალდებულო დაზღვევის თანხა კონკრეტულ შემთხვევაში თითოეული მგზავრისთვის 250 000 საანგარიშო ერთეულზე ნაკლები არ უნდა იყოს.
4. თუ გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ტვირთის გადაზიდვის ნაწილს, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გემზე გასცემს დაზღვევის დამადასტურებელ მოწმობას.
5. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი საერთაშორისო ნაოსნობაში არ დაიშვება, თუ მას არ აქვს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობა.
6. სანავსადგურე ერთეულში შესვლისას ან სანავსადგურე ერთეულიდან გასვლისას გემს, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, უნდა ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობა.
7. სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესებსა და პირობებს ადგენს სააგენტო.
საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 10.05.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 10.05.2022 კანონი №1547
- 17.09.2019 კანონი №4944
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 168 1. ნაოსნობისას მგზავრის უსაფრთხოდ გადასაყვანად გადამყვანი ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე უზრუნველყოს, რომ გემი იმყოფებოდეს ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, დააკომპლექტოს გემის ეკიპაჟი და აღნიშნულ მდგომარეობაში ჰყავდეს გემი მგზავრის საზღვაო გადაყვანის მთელი დროის განმავლობაში. 2. გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ბარგის გადაზიდვის ნაწილს საქართველოში რეგისტრირებული იმ გემით, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, ვალდებულია მგზავრის საზღვაო გადაყვანის დაწყებამდე განახორციელოს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ფარავს მგზავრის გარდაცვალებისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის გადამყვანის პასუხისმგებლობას. 3. სავალდებულო დაზღვევის თანხა კონკრეტულ შემთხვევაში თითოეული მგზავრისთვის 250 000 საანგარიშო ერთეულზე ნაკლები არ უნდა იყოს. 4. თუ გადამყვანი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან მგზავრის გადაყვანასა და მისი ბარგის გადაზიდვას ან მგზავრის გადაყვანის ან მგზავრის გადაყვანისა და მისი ტვირთის გადაზიდვის ნაწილს, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გემზე გასცემს დაზღვევის დამადასტურებელ მოწმობას. 5. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი საერთაშორისო ნაოსნობაში არ დაიშვება, თუ მას არ აქვს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოწმობა. 6. საქართველოსსანავსადგურე ტერიტორიაზეერთეულში მოქმედ ნავსადგურში შესვლისას ან აღნიშნულისანავსადგურე ნავსადგურიდანერთეულიდან გასვლისას გემს, რომელსაც 12-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, უნდა ჰქონდეს სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობა. 7. სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, შემოწმებისა და აღიარების წესებსა და პირობებს ადგენს სააგენტო.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება