თავი XXVIII — სპეციალური უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლს სპეციალური უფლება უჩერდება მისთვის ამ უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან (გაცნობიდან).
2. სპეციალური უფლების შეჩერებისას ჩამორთმეული დოკუმენტების დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2231
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-220-212(2კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2013
სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 303-ე მუხლის შინაარსის მიხედვით, კანონმდებელი მართვის უფლების ჩამორთმევის მომენტს უკავშირებს არა დადგენილების მხარისათვის ჩაბარებას, არამედ დადგენილების გამოტანის ფაქტს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება