თავი XXVIII — სპეციალური უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების აღსრულების წარმოება
თუ პირმა პირველად ჩაიდინა სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გარკვეული ვადით შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი პიროვნებისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია შეუმციროს მას ამ უფლების შეჩერების ვადა; ამასთანავე, ასეთი შემცირება დაიშვება დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ.
საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-310-307(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2011
ვინაიდან არარსებობს სასკ-ის 34-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 302-ე მუხლის საფუძველზე უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე, მით უფრო რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება