თავი XXXI — ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების აღსრულების წარმოება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კოდექსითა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში სააღსრულებო დოკუმენტია.
3. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის ამ კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, ხოლო ამ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ამ კოდექსის 208-ე და 2082
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების თაობაზე გამოტანილი დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადგენილების ჩაბარებიდან ასათვლელი ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისათვის დადგენილი ვადის დინებას.
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.04.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.04.2012 კანონი №6090
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1503(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2020
კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401, 39-ე და 311-ე მუხლები. აღნიშნული ნორმები არეგულირებენ განსხვავებულ საკითხებს, არც ერთი მათგანი არ ადგენს ზიანის ანაზღაურების შესახებ დადგენილების მიღების პერიოდს.
- საქმე №330310017001673564 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
…აქტით განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში სააღსრულებო დოკუმენტია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება