1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;
გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ;
დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ;
ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №954);
ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ;
ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ.
2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ;
ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;
გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე).
21. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას.
22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესრულდება აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2398 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №986 – ვებგვერდი, 17.10.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.10.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 16.10.2025 კანონი №986
- 03.09.2025 კანონი №956
- 30.05.2018 კანონი №2398
- 01.06.2017 კანონი №954
- 12.06.2015 კანონი №3713
- 15.05.2012 კანონი №6215
- 27.12.2011 კანონი №5626
- 11.11.2011 კანონი №5266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (03.09.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები 1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ; დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ; ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №954); ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ; ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ. 2. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება პრობაციის სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ; ბ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის − მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე). 21. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას. 22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებასშესრულდება ექვემდებარება აგრეთვე სასამართლოსსაქართველოს მიერსისხლის გამოტანილისამართლის განაჩენისაპროცესო შესაბამისიკოდექსის პირისთვის1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ნაწილში.ღონისძიება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები სასჯელის სახის განსაზღვრასთან ერთად შესაძლოა შეიცავდეს აღმზრდელობითი ზემოქმედების ან/და სამედიცინო ხასიათის მოთხოვნებს. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. 4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №050100119002813147 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 10.02.2020
…კოდით 27.04.46. 383. გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის თანამესაკუთრეებს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში. 3.,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება