1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. (ამოღებულია - 17.12.2025, №1330).
3. (ამოღებულია - 17.12.2025, №1330).
4. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.
5. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.
6. (ამოღებულია - 17.12.2025, №1330).
7. (ამოღებულია - 17.12.2025, №1330).
8. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების აღსრულებას და როგორც სასჯელის დანიშვნისას, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად ან თავისი ტერიტორიული ორგანოების – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიურო) მეშვეობით.
9. (ამოღებულია - 15.12.2023, №3990).
10. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულისა და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისთვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისთვის, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისთვის, მსჯავრდებულზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისთვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის), აგრეთვე მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია.
101. სააგენტო ახორციელებს „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
11. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში სააგენტო და პრობაციის ბიუროები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3713 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3990 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №341 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 9-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1330
- 04.03.2025 კანონი №341
- 15.12.2023 კანონი №3990
- 29.11.2019 კანონი №5390
- 01.06.2017 კანონი №954
- 27.04.2016 კანონი №5016
- 12.06.2015 კანონი №3713
- 15.05.2012 კანონი №6215
- 27.12.2011 კანონი №5626
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 1. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.დებულებითა 2.და სააგენტოსსხვა ხელმძღვანელობსნორმატიული სააგენტოსაქტებით. უფროსი,2. რომელსაც(ამოღებულია „საჯარო- სამართლის17.12.2025, იურიდიული№1330). პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სააგენტოს(ამოღებულია უფროსის- მოადგილეს17.12.2025, „საჯარო№1330). სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. 4. სააგენტოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. 5. სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან. 6. სააგენტოს(ამოღებულია ტერიტორიული- ორგანოს17.12.2025, ხელმძღვანელსა№1330). და მის მოადგილეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის მოქმედება. 7. სააგენტოს(ამოღებულია სხვა- თანამშრომლებს17.12.2025, „საჯარო№1330). სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 8. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების აღსრულებას და როგორც სასჯელის დანიშვნისას, ისე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს ცენტრალიზებულად ან თავისი ტერიტორიული ორგანოების – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიურო) მეშვეობით. 9. (ამოღებულია - 15.12.2023, №3990). 10. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულისა და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისთვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისთვის, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისთვის, მსჯავრდებულზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისთვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის), აგრეთვე მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია. 101. სააგენტო ახორციელებს „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. 11. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში სააგენტო და პრობაციის ბიუროები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481