1. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელების აღსრულებას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტო.
2. არასრულწლოვნისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას მისი მოხდის დაწყებამდე, ამ და სხვა არასაპატიმრო სასჯელების მოხდის და პირობითი მსჯავრის მოხდის პროცესში სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში მსჯავრდებული აგრძელებს განაჩენით არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მოხდას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები.
3. არასრულწლოვნის მიერ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (მსჯავრდებულისთვის ოქმის ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).
4. არასრულწლოვანი თავისუფლდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელისთვის, პირობითი მსჯავრისთვის ან დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე სააგენტოს წარდგინებას სააგენტოს მოსამსახურის − პრობაციის ოფიცრის და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები.
6. არასრულწლოვნის მიერ ჯარიმის გადახდისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე წარდგინებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები.
7. თუ არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობითი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო წყვეტს არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვების საკითხს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ.
8. განაჩენით დანიშნული სასჯელის სხვა სასჯელით შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ მოსახდელი სასჯელის ზომის დადგენისას, მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, ერთმანეთის შესაბამისად ითვლება შინაპატიმრობის 1 დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი, ჯარიმის 50 ლარი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის 1 დღე.
9. არასრულწლოვნისათვის არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის შეცვლის შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსით.
10. არასაპატიმროსასჯელშეფარდებული არასრულწლოვნის/პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნის დასრულებული სააღსრულებო საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება სააგენტოს არქივში და ამ ვადის გასვლისთანავე ნადგურდება.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5396
- 30.05.2018 კანონი №2390
- 01.06.2017 კანონი №949
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება 1. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„ე“„ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელისსასჯელების აღსრულებას „არასაპატიმრო„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტო. 2. არასრულწლოვნისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას მისი მოხდის დაწყებამდე, ამ და სხვა არასაპატიმრო სასჯელების მოხდის და პირობითი მსჯავრის მოხდის პროცესში სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში მსჯავრდებული აგრძელებს განაჩენით არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მოხდას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები. 3. არასრულწლოვნის მიერ „არასაპატიმრო„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით(მსჯავრდებულისთვის ოქმის ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 4. არასრულწლოვანი თავისუფლდება „არასაპატიმრო„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 5. არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელის,სასჯელისთვის, პირობითი მსჯავრისმსჯავრისთვის ან დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე სააგენტოს წარდგინებას სააგენტოს მოსამსახურის − პრობაციის ოფიცრისაოფიცრის და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები. 6. არასრულწლოვნის მიერ ჯარიმის გადახდისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე წარდგინებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები. 7. თუ არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობითი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო წყვეტს არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვების საკითხს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ. 8. განაჩენით დანიშნული სასჯელის სხვა სასჯელით შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ მოსახდელი სასჯელის ზომის დადგენისას, მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, ერთმანეთის შესაბამისად ითვლება შინაპატიმრობის 1 დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი, ჯარიმის 50 ლარი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის 1 დღე. 9. არასრულწლოვნისათვის არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის შეცვლის შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსით. 10. არასაპატიმროსასჯელშეფარდებული არასრულწლოვნის/პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნის დასრულებული სააღსრულებო საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება პრობაციის ეროვნული სააგენტოს არქივში და ამ ვადის გასვლისთანავე ნადგურდება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(35)
- საქმე №2კ-62აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-10, 271– 274-ე, 301-ე მუხლებით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №2კ-383აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2019
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77–ე მუხლის მე–7 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი.
- საქმე №2კ-567აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.10.2016
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, დ. ბ-ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, რაც მოიცავდა პერიოდს 2015 წლის 7 ნოემბრიდან იმავე წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, შეუმცირდა მოსახდელი სასჯელის ვადა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათით.
- საქმე №2კ-377აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2016
…მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო…
- საქმე №2კ-212აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.06.2016
…138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. დ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 თვითა და 28 დღით. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 77-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დ. შ-ს თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე ჩაეთვალა შინაპატიმრობის ერთ დღედ.
- საქმე №2კ-270აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100117002132863 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.12.2018
- საქმე №330100118002557027 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №010100119003336823 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.03.2020
- საქმე №010100118002751989 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.01.2020
- საქმე №010100119003232008 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.12.2019
- საქმე №010100119003267068 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 04.12.2019
- საქმე №010100119003245017 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №010100119003110393 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 25.10.2019
- საქმე №190100119003038760 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 22.10.2019
- საქმე №010100119003103296 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №340100119003120363 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 23.09.2019
- საქმე №010100119002985689 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №010100119002899726 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №340100119002810926 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №340100118002755929 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №010100118002676051 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.05.2019
- საქმე №010100118002488193 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №010100119002880286 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №010100118002571880 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №010100119002803919 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №010100118002603311 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.03.2019
- საქმე №190100118002501915 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №340100118002612306 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №010100118002770194 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №010100118002603308 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 03.10.2018
- საქმე №190100118002423571 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 23.07.2018
- საქმე №140100118002278244 · გორის რაიონული სასამართლო · 28.05.2018
- საქმე №010100118002308252 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 18.05.2018
- საქმე №010100116001525588 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება