1. ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ:
ა) ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნები;
ბ) მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის არასრულწლოვნები.
2. დაუშვებელია არასრულწლოვნის სრულწლოვანთან ერთად მოთავსება ან ტრანსპორტირება, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ისინი უნდა განთავსდნენ ასაკობრივი ჯგუფის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სხვა მახასიათებლების მიხედვით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში სხვადასხვა სქესის არასრულწლოვნები შეიძლება ერთად მონაწილეობდნენ.
5. მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავსდება ქალთა სპეციალური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნორმებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (07.09.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 81. არასრულწლოვანთა განცალკევებით მოთავსება 1. ერთმანეთისგან განცალკევებით უნდა მოთავსდნენ: ა) ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნები; ბ) მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის არასრულწლოვნები. 2. დაუშვებელია არასრულწლოვნის სრულწლოვანთან ერთად მოთავსება ან ტრანსპორტირება, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ; 3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ისინი უნდა განთავსდნენ ასაკობრივი ჯგუფის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ფიზიკური და გონებრივი განვითარების, აგრეთვე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სხვა მახასიათებლების მიხედვით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში სხვადასხვა სქესის არასრულწლოვნები შეიძლება ერთად მონაწილეობდნენ. 5. მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავსდება ქალთა სპეციალური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნორმები.ნორმებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება