1. სააგენტოს მიზანია ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
2. სააგენტო თავისი მიზნების მისაღწევად საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულზე აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობით და დახმარებით, არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფითა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით.
3. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით სააგენტო თანამშრომლობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. სააგენტო უფლებამოსილია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.
5. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
6. (ამოღებულია - 15.12.2023, №3990).
7. სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია სამინისტროს სისტემის კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
8. სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენება, ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების გარდა, აგრეთვე შესაძლებელია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის. ტექნიკური საშუალებების ამგვარი გამოყენება შეიძლება ითვალისწინებდეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის გარკვეული საფასურის მიღებასაც, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და სააგენტოს კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას ხმარდება.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3990 – ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 7-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3990
- 29.11.2019 კანონი №5390
- 05.07.2018 კანონი №3130
- 13.12.2013 კანონი №1781
- 04.10.2013 კანონი №1470
- 27.12.2011 კანონი №5626
- 11.11.2011 კანონი №5266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.09.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. სააგენტოს მიზანი 1. სააგენტოს მიზანია ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2. სააგენტო თავისი მიზნების მისაღწევად საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულზე აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობით და დახმარებით, არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფითა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით. 3. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით სააგენტო თანამშრომლობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 4. სააგენტო უფლებამოსილია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები. 5. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 6. სააგენტოს(ამოღებულია მიერ- დაფუძნებული15.12.2023, სამეწარმეო№3990). იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 172 და 173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული საფასური ირიცხება სამეწარმეო იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ანგარიშზე. 7. სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სხვა საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია სამინისტროს სისტემის კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. 8. სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენება, ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების გარდა, აგრეთვე შესაძლებელია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის. ტექნიკური საშუალებების ამგვარი გამოყენება შეიძლება ითვალისწინებდეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის გარკვეული საფასურის მიღებასაც, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და სააგენტოს კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას ხმარდება. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება