1. სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.
2. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
3. მსჯავრდებულსა და სააგენტოს სხვა ბენეფიციარზე, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიუხედავად, თანაბრად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სააგენტო ვალდებულია დაიცვას მის ბენეფიციართა უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე მათი თანასწორობა.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სააგენტოს სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია პატივიდაიცვას სცეს ადამიანის უფლებებსაუფლებები და თავისუფლებებსთავისუფლებები და დაიცვასუზრუნველყოს კანონის წინაშე პირთა თანასწორობა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური დაან სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური დაან სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი დაან წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა დაან სხვა ნიშნისა. 3. მსჯავრდებულსა და სააგენტოს სხვა ბენეფიციარზე, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიუხედავად, თანაბრად ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. სააგენტო ვალდებულია დაიცვას მის ბენეფიციართა უფლებები და თავისუფლებები და უზრუნველყოს კანონის წინაშე მათი თანასწორობა. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება