1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.
2. არასრულწლოვან მსჯავრდებულზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა.
3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.06.2017 კანონი №949
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.05.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 96. არასრულწლოვნისთვისარასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლებისშინაპატიმრობით შეზღუდვით შეცვლა 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლებისშინაპატიმრობით შეზღუდვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი. 2. არასრულწლოვან მსჯავრდებულზე არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა. 3. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისმსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდისაგანმოუხდელი პირობითნაწილის ვადამდესაზოგადოებისათვის გათავისუფლებისსასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-285(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, საქართველოს პენიტენციური კოდექსის 92-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2, მე-3, 96-ე მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 39-ე მუხლზე, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 37-ე მუხლზე, ზოგად კომენტარ N10-ზე და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება