1. პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლების) და მოვალეობების შესახებ და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.
2. წერა-კითხვის არმცოდნე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს.
3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №840 - ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №840
- 01.06.2017 კანონი №949
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 94. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინფორმირება საჩივრის შეტანის უფლების თაობაზე 1. პატიმრობის დაწესებულებაში/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, წერილობით გაეცნოს ინფორმაციას თავისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლების) და მოვალეობების შესახებ და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე. 2. წერა-კითხვის უცოდინარარმცოდნე არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია ზეპირიზეპირად ფორმით უნდა მიეწოდოს. მისიმისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს. 3. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება