1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:
ა) გაფრთხილების მიცემა;
ბ) საყვედურის გამოცხადება;
გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;
ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით;
ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორს მიმართოს შეზღუდვის გაუქმების შესახებ განცხადებით;
ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით.
11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვან მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.
2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსება დაუშვებელია.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის საერთო ვადა 1 წლის განმავლობაში 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №980 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1322 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №699 – ვებგვერდი, 25.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №699
- 30.12.2021 კანონი №1322
- 02.11.2021 კანონი №980
- 01.06.2017 კანონი №949
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 92. არასრულწლოვნის დისციპლინური სახდელის სახეები 1. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში ამ დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილების მიცემა; ბ) საყვედურის გამოცხადება; გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით; ე) ამანათებისა და გზავნილების მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით; ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით, იმ პირობით, რომ ორი კვირის თავზე, სანიმუშო ყოფაქცევის შემთხვევაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორს მიმართოს შეზღუდვის გაუქმების შესახებ განცხადებით; ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით. 11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვან მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სპეციალურისაქართველოს საგამოძიებოპროკურატურის, სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად. 2. არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსება დაუშვებელია. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის საერთო ვადა 1 წლის განმავლობაში 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 4. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება