1. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.
2. ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
3. სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
საქმე №2კ-1258აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
მ–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა სასჯელის სახე და ზომა, რისი გათვალისწინებითაც საქართველოს სსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატას, ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში, იგი უნდა გაეთავისუფლებინა სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეემცირებინა ან შეეცვალა უფრო მსუბუქი სასჯელით.
საქმე №2კ-115-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.11.2024
პ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 19, 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმე №2კ-68-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2024
…წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ. კასატორს მიაჩნია, რომ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ აღსრულებულა, რადგან მოსახდელი სასჯელი იგივე დარჩა. საქართველოს სსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამნისტიის შესახებ მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ მას 4 თვით შეუმცირდეს მოსახდელი სასჯელი, ხოლო სასჯელის მოხდის დასრულების ვადად განესაზღვროს – 09.12.2024 წელი.
საქმე №2კ-10-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2023
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან,…
საქმე №39აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2023
…სასჯელისგან. მასვე აღუდგა ამავე განაჩენით,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა. 5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
საქმე №2კ-36-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2022
საქმე №2კ-364აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2022
საქმე №2კ-6-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
საქმე №2კ-437-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2021
საქმე №2კ-102-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2021
საქმე №42აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2021
საქმე №1307აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2014
საქმე №135საზ.-2006 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.12.2007
საქმე №2კ-272აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 77, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-77/