დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330141224010121283
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1151-24 ქ. თბილისი
პ. თ., 1151-24 22 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით თ. პ.ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. პ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წელი, რაც კვლავ ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წელი, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 4 (ოთხი) წელი.
თ. პ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 10 იანვრიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენით თ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გათვალისწინებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, 9 (ცხრა) თვითა და 22 (ოცდაორი) დღიდან – სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა – 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. პ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით თ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. პ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
თ. პ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 14 ივნისიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. პ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასმართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ თ. პ-სა და მისი ადვოკატის, ვ. ლ-ს საკასაციო საჩივრები.
6. 2024 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულის პირადი საქმე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. პ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენებში, კერძოდ:
თ. პ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 19, 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თ. პ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელი – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად თ. პ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თ. პ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელი – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი და განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
თ. პ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი და განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად თ. პ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 10 (ათი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. პ-მ. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ უნდა განახევრებოდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით შეფარდებული სასჯელი, ვინაიდან მას დაკავებისთანავე ანაზღაურებული ჰქონდა მიყენებული ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მეორე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
4. შესაბამისად, თ. პ-ს მიმართ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენებით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე შეღავათი. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული მუხლები არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, მას ერთი მეექვსედით კანონიერად შეუმცირდა შეფარდებული სასჯელები. ამდენად, მსჯავრდებულ თ. პ-სათვის შეფარდებული სასჯელების განახევრებას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ითვალისწინებს და, ამასთან, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების წინაპირობას არ წარმოადგენს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, როგორც ამას მსჯავრდებული განმარტავს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი