დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.01.2023
საქმის ნომერი
39აგ.-2022
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020142122700551306

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №39აგ-22 12 იანვარი, 2023 წელი

ბ. ვ., 39აგ-22 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით ვ. ბ. (პირადი N.........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 1 წელი.

ვ. ბ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ვ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ბ–სსასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ჩეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 44-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით.

ვ. ბ–ს,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა–ს ა/რ-ის პრობაციის ბიუროს უფროსის - მ. წარდგინება. გაუქმდა ვ. ბ–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა ამ განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ბ–სმიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და იგი გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისათვის განსაზღვრული სასჯელისგან. მასვე აღუდგა ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა.

ამავე განჩინებით, ვ. ბ–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა მიმატების წესის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრულ 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, გამოაკლდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების გათვალისწინებით, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულ ვ. ბ–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 41-ე მუხლების შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 საათით. ვ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 3 მარტიდან.

ამავე განჩინებაში მითთებულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებზე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდა.

5. 2022 წლის 21 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ვ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა და ვ. ბ–სსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დაკისრებული სისხლისსამართლებივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება. იმ საფუძვლით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებით ვ. ბ. გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები. ვ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების (მართვის უფლების) ჩამორთმევის გამო. ვინაიდან ვ. ბ. ამ ეტაპზე გათავისუფლებულია და აღდგენილი აქვს ჩამორთმეული უფლებები, არ არსებობს მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით მსჯავრდების საფუძველი.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი ვ. ბ–ს მიმართ (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის და ამავე სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებების გათვალისწინებით) დარჩა უცვლელად.

7. 2022 წლის 30 ივნისს მსჯავრდებულ ვ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ საკასაციო წესით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენის გაუქმება.

8. კასატორის პოზიციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ვ. ბ. ცნობილ იქნა დამანაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 44-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ბ–სსასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 44-ე მუხლების საფუძელზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით. ამის შემდეგ ვ. ბ.- გამოცხადდა პრობაციის ბიუროში, დადგა აღრიცხვაზე და მოიხადა დამატებით სასჯელად განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით. იმის გამო, რომ იგი 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში არ გამოცხადდა პრობაციის ბიუროში, შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი, რის შემდეგაც სასამართლომ დააკმაყოფილა პრობაციის ბიუროს წარმომადგენლის შუამდგომლობა, გააუქმა ვ. ბ–სმიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელი, რის გამოც ვ. ბ. დააკავეს 2022 წლის 3 მარტს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებით ვ. ბ. „ამინისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელისგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. იმის გათვალისწინებით, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. ბ. გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელისგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რომელთა დარღვევის გამოც მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, იგი უნდა გათავისუფლდეს ამ მუხლით დანიშნული სასჯელისგანაც, ვინაიდან თუ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელისგან, იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ და აღარ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ - კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ბ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და იგი გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისათვის განსაზღვრული სასჯელისგან. მასვე აღუდგა ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. თუმცა მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ვ. ბ. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისათვის განსაზღვრული სასჯელისგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ გაუქმდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისთვის, რომელმაც გამოიწვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი ვ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე, 314-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე