შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
135/საზ 21 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენით ა. ბ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით, 110-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, 96-ე მუხლის II ნაწილის პირველი, მეორე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, ა. ბ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1998 წლის 13 დეკემბრიდან.
ამავე განაჩენით: რ. ბ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის II ნაწილით _ 2 წლით, 238-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, 238-ე მუხლის II ნაწილით- 3 წლით, 238-ე მუხლის III ნაწილით – 6 წლით, 238-ე მუხლის IV ნაწილით – 8 წლით, 91-ე მუხლის II ნაწილით _ 6 წლით, 243-ე მუხლის II ნაწილით _ 8 წლით, მე-100 მუხლის II ნაწილით – 8 წლით, 97-ე მუხლის II ნაწილით _ 5 წლით, 205-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, 17,91-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით, 17,91-ე მუხლის III ნაწილით _ 4 წლით, 17,91-ე მუხლის IV ნაწილით _ 8 წლით, 110-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, 96-ე მუხლის II ნაწილის I, II, IV, V, VI პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, რ. ბ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 1998 წლის 13 დეკემბრიდან;
გ. ჩ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, 96-ე მუხლის II ნაწილის I, II, V, VI პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1998 წლის 14 დეკემბრიდან.
მსჯავრდებული ა. ბ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯარვდებულ ა. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I, II ნაწილებით, 110-ე მუხლის მეორე ნაწილით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე პუნქტეიბთ (1960 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ასევე არ არსებობს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი ნუქტით გათვალისწინებული ქმედების ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი, რადგან განაჩენით დადგენილად მიჩნეული გარემოებებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებული ა. ბ-ძე რ. ბ-თან და სხვა პირთან წინასწარ შეკავშირდა დანაშაულების ჩასადენად და დროის განსაზღვრულ პერიოდში მათთან შეთანხმებულად მოქმედებდა, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრი, რომლის მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმების განხორციელება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯარვდებულმა ა. ბ-ემ დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
რაც შეეხება ა. ბ-ის ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტით (ყაჩაღობა სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით), უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნული მუხლით მას სასჯელად უნდა განესზაღროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება ა. ბ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთას უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების – რ. ბ-ის, გ. ჩ-ის მიმართაც და მიაჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯარვდებულ რ. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის I, II, III ნაწილებით, 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-100 მუხლის მე-2 ნაწილით, 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლის პირველი ნაწილით, 17, 91-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე პუნქტებით (1960 წლის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯარვდებულ რ. ბ-ის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტით (ყაჩაღობა სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით, 1960 წლის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნული მუხლით მას სასჯელად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რ. ბ-ის ქმედება საქათრველოს სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილიდან (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, 1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცრდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მრუხლის I, II ნაწილებზე და სასჯელის შეუცვლელად, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად.
რ. ბ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 17, 91-ე მუხლის III ნაწილით (ქურდობის მცდელობა სადგომში ან საცავში შეღწევით, 1960 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულის კატეგორიას, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19, 177-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო მსჯავრდებულის ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 17, 91-ე მუხლის IV ნაწილით (ქურდობის მცდელობა დიდი ოდენობით, 1960 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19, 77-ე მუხლის IV ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) რომელიც ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
მსჯავრდებულ რ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 17, 91-ე მუხლის III ნაწილიდან (1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19, 177-ე მრუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 17,91 მუხლის IV ნაწილიდან – სსკ-ის 19, 177-ე მუხლის IV ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
რაც შეეხება რ. ბ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთას უნდა დარჩეს უცვლელად.
განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართაც.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით, 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისავთის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედება სისხილს სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით (2006 წლის 5 ივლისის რედაქცია) წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფს, რადგან ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთ ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
აღნიშნული ცვლილებამდე საქართველოს სისხილს სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულ გ. ჩ-ის წინასწარი შეთახმება სხვა მსჯავრდებულებთან, რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილსი თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 2006 წლის 25 ივლისის ცვლილებამდე მოქმედი სისხლის სამართლის კანონი ორგანიზებული ჯგუფის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დეფინიციის შესახებ, რომელიც ყველაზე მსუბუქია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვლიფიკაცია სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდენ ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მსჯავრდებულ გ. ჩ-ის ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის მე-2 პუნქტით (ყაჩაღობა სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით, 1960 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნული მუხლით მას სასჯელად უნდა განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, გ. ჩ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, უნდა შემცირდეს 2 წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ამჟამად მოქმედი შესაბამისი მუხლის მაქსიმალური სასჯელის ზომა არის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსს-კის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის I ნაწილით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულთა სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ ა. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ რ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებზე.
რ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 17, 91-ე მუხლის III ნაწილიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმეიდ სსკ-ის 19, 177-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 17, 91-ე მუხლის IV ნაწილიდან _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19, 177-ე მუხლსი „ბ“ ქვეპუნქტზე.
რ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩეს უცვლელად.
გ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხილს II ნაწილის I პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდე ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის II პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მომქედი სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღ კვეთა.
გ. ჩ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, შემცირდეს 2 წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.