თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება. თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 431. სავალო საბუთის მოთხოვნის უფლება
სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლი · სკ 431
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-743-2023
სააპელაციო პალატამ, აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები სარგებლის გადახდის თაობაზე, კერძოდ, მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი სარგებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან მოპასუხე უარყოფდა მოსარჩელის მიერ პროცენტის გადახდის ფაქტს, რაც სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 431-ე მუხლების საფუძველზე, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. 5.3. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების…
- საქმე №ას-1193-2023
პალატამ დამატებით მიუთითა მტკიცების ტვირთზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 431-ე მუხლებიდან გამომდინარე განმარტა, რომ შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე, მისი მიუღებლობა მისსავე რისკს უკავშირდება და მთლიანად განაპირობებს მის პასუხისმგებლობას.
- საქმე №ას-266-2023
იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი -ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა (შდრ.
- საქმე №ას-1241-2022
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას ვალდებულების შესრულების თაობაზე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ სწორად იქნა გამოყენებული/განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 431-ე მუხლები, რომელთა დებულებები იძლევიან იმ მატერიალურ-სამართლებრივ გარანტიას მოვალისათვის, რომელიც მას სრულ შესაძლებლობას ანიჭებს, თუნდაც არაკეთილსინდისიერი კრედიტორის პირობებში, დაამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი.
- საქმე №ბს-376(კ-22)
…გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. სსკ-ის 431-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან განიხილება საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.
- საქმე №ას-315-2022
- საქმე №ას-900-2021
- საქმე №ას-488-2021
- საქმე №ას-312-2020
- საქმე №ას-827-2019
- საქმე №ას-507-2019
- საქმე №ას-462-2019
- საქმე №ას-705-2019
- საქმე №ას-194-2019
- საქმე №ას-773-773-2018
- საქმე №ას-241-241-2018
- საქმე №ას-87-87-2018
- საქმე №ას-60-56-2017
- საქმე №ას-794-743-2017
- საქმე №ას-400-373-2017
- საქმე №ას-1067-1026-2016(b)
- საქმე №ას-1067-1026-2016
- საქმე №ას-736-704-2016
- საქმე №ას-1246-1169-2015
- საქმე №ას-361-343-2015
- საქმე №ას-175-164-2014
- საქმე №ას-1337-1262-2012
- საქმე №ას-1541-1547-2011
- საქმე №ას-268-259-2012
- საქმე №ას-1240-1260-2011
- საქმე №ბს-1028-982(კ-07)
- საქმე №ა-746-06
- საქმე №ას-947-1204-05
- საქმე №ას-609-884-05
- საქმე №ას-161-868-03
- საქმე №ბს-172-78-კს-03
- საქმე №ას-210-903-03
- საქმე №3გ/ად-161-კ-03
- საქმე №ას-80-776-03
- საქმე №3კ/1403-02
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 360. 1. ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირი‚ სადგურის მოთხოვნით‚ ვალდებულია წარმოადგინოს პასპორტი ან პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთი
- მუხლი 31. თითოეული მგზავრი მოვალეა დაიცვას ამ წესებით დადგენილი მგზავრობის პირობები, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და სამგზავრო დოკუმენტი (მათ შორის, სააბონემენტო), შეინახოს იგი მგზავრობის მთელი
- მუხლი 332. საბუთის ხელთმქონის განცხადება
- მუხლი 8. გადანერგვის მიზნით გარდაცვლილის ორგანოს აღება, როდესაც არ არსებობს სიცოცხლეში განცხადებული თანხმობის ან უარის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, შეიძლება, თუ:
- მუხლი 67. წინასწარი წერილობითი წარმოების დასრულების შემდეგ, ტრიბუნალი უფლებამოსილია უარი თქვას ყველა იმ ახალი საბუთისა და დოკუმენტების განხილვაზე, რომელთა წარდგენა სურს ერთ-ერთ მხარეს მეორე მხარის თანხმობის გარ
- მუხლი 13. 1. განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი. განმცხადებელმა ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს იმ შემთხვევაშ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 425. გარანტიის ნამდვილობა
- მუხლი 426. გარანტიის ფორმა
- მუხლი 427. ვალდებულების შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით
- მუხლი 428. ვალდებულების შეწყვეტა სხვა შესრულების მიღებით
- მუხლი 429. ვალდებულების შესრულების მიღება
- მუხლი 430. შესრულების მიღების დოკუმენტების რეკვიზიტები
- მუხლი 432. შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 433. უარი შესრულებაზე კრედიტორის მიერ თავის მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო
- მუხლი 434. ცნება
- მუხლი 435. დეპონირებული ქონების გადაცემა კრედიტორისათვის
- მუხლი 438. კრედიტორისაგან საგნის მიღების მოთხოვნა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 431, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-431/