1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია.
3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(849)
- საქმე №ას-472-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-400, 405-ე, 429-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება, ხოლო მას არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი,…
- საქმე №ას-58-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2026
რაც შეეხება ფულადი ვალდებულების შესრულების წესს, აღნიშნული წესი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლში. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საქმე №ას-236-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლში მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს.
- საქმე №ას-1416-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2026
შესაბამისად, დასახელებული დოკუმენტი სასამართლომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დასტურად არ მიიჩნია. 17. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეთანხმების აქტის თანახმად, 7 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორების გზით, რაც გულისხმობს თანხის გადარიცხვას საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით.
- საქმე №ას-526-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მყიდველმა ვერ წარმოადგინა ნასყიდობის ფასის ნაწილის - 49477,50 ლარის (მოთხოვნის შეწყვეტა) გადახდის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, შესაბამისად, სახეზე არ იყო სსკ-ის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.
- საქმე №ას-1126-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №ბ-48-1(ა-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2026
- საქმე №ას-81-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №ას-754-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2025
- საქმე №ას-1115-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-884-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №ას-715-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-827-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №ას-1060-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-651-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-1352-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2025
- საქმე №ას-818-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2025
- საქმე №ას-1233-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2025
- საქმე №ბს-55(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
- საქმე №ას-1464-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
- საქმე №ას-1650-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
- საქმე №ას-1453-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2025
- საქმე №ას-1496-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2025
- საქმე №ას-277-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2025
- საქმე №ას-928-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2025
- საქმე №ას-743-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2025
- საქმე №ას-141-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
- საქმე №ას-1228-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-1054-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2025
- საქმე №ას-1176-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2025
- საქმე №ას-643-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
- საქმე №ას-1013-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-827-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.12.2024
- საქმე №ას-891-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №ას-1231-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
- საქმე №ბს-1325(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ას-849-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ას-717-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №ას-938-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №ას-391-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 849-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება