1. მოვალეს ეკისრება შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემის ხარჯები, თუ მასა და კრედიტორს შორის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ კრედიტორი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან გარდაიცვლება და დატოვებს მემკვიდრეებს სხვა საცხოვრებელ ადგილას, მაშინ შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯები ეკისრებათ კრედიტორს ან მის მემკვიდრეებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ას-389-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2021
…p. 510, §40). 16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე №ა-3811-ბ-9-2018 (31.01.2019წ), „საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას პირის უფლებადამცავ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 432-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
- საქმე №ბს-789(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2020
განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სსკ-ის 432-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.02.2020წ.
- საქმე №ა-3811-ბ-9-2018(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.01.2019
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას პირის უფლებადამცავ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 432-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
- საქმე №ას-21-19-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2017
…შეჩერების შესახებ და მიიჩნია, რომ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების შეჩერების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 35612, 35613, 424.1, 432-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები. 6. სსსკ-ის 432-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება.
- საქმე №ას-1150-1096-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2015
…რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა. სსკ-ის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება.
- საქმე №ას-678-644-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2013
- საქმე №ას-515-489-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2012
- საქმე №ას-1080-1109-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-710-1040-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2007
- საქმე №ას-420-1089-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2003
- საქმე №ას-135-833-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2003
- საქმე №ას-221-906-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2003
- საქმე №080210119001927463 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება