1. მოვალეს უფლება აქვს შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკანვე მოითხოვოს, თუ მან თავიდანვე უარი არ თქვა უკან დაბრუნებაზე. თუ მოვალე უკან ითხოვს საგანს, მაშინ ითვლება, რომ შენახვა არ შემდგარა.
2. მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი უარს ამბობს მასზე, ან თუ გავიდა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.
3. თუ მოვალე საგანს უკან იბრუნებს, მაშინ შენახვის ხარჯებიც მასვე ეკისრებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ა-3387-შ-92-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2023
აქვე პალატა დამატებით განმარტავს, რომ შუამდგომლობის განსახილველად დანიშნულს სხდომაზე შუამდგომლობის ავტორის სახელით გამოცხადდა არაუფლებამოსილი წარმომადგენელი (სსკ-ის 98-ე, 440-ე მუხლები), რის გამოც სასამართლომ გადადო სასამართლო სხდომა მინდობილობაში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად.
- საქმე №ას-128-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2022
…წინააღმდეგობა და დეპონირებული თანხის მარტოოდენ იმ შემთხვევაში მიღების სურვილი, თუ იგი კანონით გათვალისწინებული ხარჯისგან გათავისუფლდება, სასამართლოებმა მართლზომიერად დააკვალიფიცირეს უარად დეპონირებული თანხების მიღებაზე. 15.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 440-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი უარს ამბობს მასზე, ან თუ გავიდა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.
- საქმე №ას-468-468-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2020
იქვე მიეთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 440.3 მუხლი და ის, რომ გადახდილია სანოტარო მომსახურების საზღაური 10 000 ლარი, დღგ 1800 ლარი და 2 ლარი რეგისტრაციის საზღაური, სულ 11 802…
- საქმე №ბს-661-646(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ მოთხოვნა, რადგან სსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის…
- საქმე №ას-244-234-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2013
„რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ 436-ე და 440-ე მუხლების თანახმად, ქმანი არის ერთადერთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა დადგინდეს მოცდენის მიზეზი, დრო და ხანგრძლივობა, შესაბამისად, მას ვერანაირი სხვა…
- საქმე №ას-1751-1732-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2012
- საქმე №ბ-3859-27(ა-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2009
- საქმე №ბს-1148-1099(კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2008
- საქმე №ას-591-929-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2008
- საქმე №ას-815-1134-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2007
- საქმე №ბს-192-181(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2007
- საქმე №ას-856-1213-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2007
- საქმე №ბს-593-561(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.01.2007
- საქმე №330210018002505577 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება