სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით. თუ ამ ვადის განმავლობაში კრედიტორი არ მიიღებს საგანს, ამის შესახებ ეცნობება მოვალეს და მოეთხოვება ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება. თუ დაბრუნებისათვის საჭირო ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს საგანს, მაშინ იგი ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად.
თავი მესამე
ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-128-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2022
…მოვალეს და მოითხოვს შენატანის უკან დაბრუნებას. კრედიტორის უარი შენატანის მიღებაზე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში. 15.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 441-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით.
- საქმე №ას-468-468-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2020
კრედიტორს დღემდე არ მიუღია საკომპენსაციო თანხა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 441-ე მუხლით გათვალისწინებული, დეპონირებული საგნის შენახვის 3-წლიანი ვადა გავიდა 2014 წლის 6 ივლისს;
- საქმე №ას-1751-1732-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2012
…და მოვალისათვის ფულის დაბრუნების შესახებ მოწმობის მე-7 პუნქტში მითითებულია, რომ 2007 წლის 10 დეკემბერს მოვალის თხოვნით მას გადაეცა დეპოზიტზე განთავსებული თანხა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 440-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 441-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, შესრულების საგნის შენახვის ვადა შეადგენს სამ წელს, ამავე კოდექსის 440-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალეს უფლება აქვს შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკანვე გამოითხოვოს, თუ მან თავიდანვე უარი არ თქვა უკან დაბრუნებაზე.
- საქმე №ას-891-1506-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2006
27 თებერვლის განჩინებით შეჩერდა აღნიშნული საქმის წარმოება, კერძოდ, სსკ-ის 441-ე მუხლისა და «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონის მე-81 მუხლის საფუძველზე «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.
- საქმე №ას-195-516-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2005
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სსკ-ის 441-ე მუხლის მოთხოვნა, რომ მესაკუთრეს და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავების განხილვა უნდა შეჩერდეს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ კანონის მიღებამდე.
- საქმე №ას-1242-1374-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2005
- საქმე №ას-852-1076-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2005
- საქმე №330210018002505577 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება