თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.
თავი მეორე
ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-1504-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
…იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, ასევე, სსკ-ის 429-ე მუხლით, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 433-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე.
- საქმე №ას-1241-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2023
…სახით, კანონმდებელი მოვალეს სთავაზობს ყველაზე მოქნილ და მარტივ საშუალებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად - მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ, კრედიტორმა უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. სსკ-ის 433-ე მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი უარს განაცხადებს შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზე, მაშინ მოვალეს უფლება აქვს, იმოქმედოს, ან მიმართოს…
- საქმე №ას-1229-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი უარს განუცხადებს მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, დადგება სსკ-ის 433-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი. 58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
- საქმე №ას-774-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2022
აქვე საგულისხმო იყო სსკ-ის 433-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე,…
- საქმე №ას-553-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2022
…განსაზღვრულ ვადაში. 16. სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, ასევე, სსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 433-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე.
- საქმე №ას-722-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2019
- საქმე №ას-1071-991-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2018
- საქმე №ას-1067-1026-2016(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-1067-1026-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2017
- საქმე №ას-1213-1155-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2015
- საქმე №ას-872-830-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2014
- საქმე №ას-70-416-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2007
- საქმე №ას-682-986-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2006
- საქმე №ბს-274-241-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2004
- საქმე №ას-764-764-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210014525749 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №160210016001524561 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №020211416700029211 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.03.2018
- საქმე №190210018002247629 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №330210018002579517 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება