1. თუ ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელსაც ეცნობა გაქვითვის შესახებ, აქვს რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა, მაშინ გამოიყენება 387-ე მუხლის წესები.
2. თუ მხარეს მეორე მხარის წინაშე, ძირითადი ვალდებულების გარდა, ეკისრება პროცენტებისა და სხვა ხარჯების გადახდაც, მაშინ გამოიყენება 388-ე მუხლის წესებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ა-4687-შ-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
აზერბაიჯანის სამოქალაქო კოდექსის 445.7 მუხლის თანახმად, თუ მოვალე არღვევს გადახდის ვალდებულების ვადას და კრედიტორს სხვა საფუძვლით უფრო მეტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, მოვალე ვალდებულია, ვადაგადაცილებისათვის კრედიტორს გადაუხადოს დავალიანების 5%.
- საქმე №ას-30-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
…გამონაკლისის დადგენის მიზანი). 69-ე მუხლის მე-31 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მას, მხარეების გარდა, ხელს აწერს მხარდამჭერი. (შევსების, დამატების მიზანი). სამოქალაქო კოდექსის 445-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „თუ მხარეს მეორე მხარის წინაშე, ძირითადი ვალდებულების გარდა, ეკისრება პროცენტებისა და სხვა ხარჯების გადახდაც, მაშინ გამოიყენება 388-ე მუხლის წესები“(შევსების, დამატების მიზანი).
- საქმე №ბს-416-6(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2005
14 ოქტომბრისათვის სანაოსნოს სულ ცოტა 10-ჯერ მეტი მაინც მართებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სსკ-ის 442-ე, 444-ე და 445-ე მუხლების საფუძველზე ბიუჯეტის მოთხოვნა სანაოსნოს მიმართ მას შემდეგ შეწყდა, როდესაც სანაოსნომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო შეტყობინება გაუგზავნა.
- საქმე №120210115001048710 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2018
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა სკ-ს 442, 443, 444, 445 მუხლები, სკ-ს 199-ე მუხლი, სკ-ს 317-ე მუხლი, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა სსსკ-ს 261-ე მუხლი, 215-ე მუხლი, არასწორად განმარტა მთელი რიგი მატერიალური და საპროცესო ნორმები.
- საქმე №330210118002247508 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.11.2018
ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ამავე კოდექსის 445-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელსაც ეცნობა გაქვითვის შესახებ, აქვს რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა, მაშინ გამოიყენება 387-ე მუხლის წესები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება