ვალის პატიება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ მოვალეებსაც, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კრედიტორი მათ მიმართ მოთხოვნას იტოვებს. ამ შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია დარჩენილი სოლიდარული მოვალეების მიმართ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გამოიყენოს განთავისუფლებული მოვალის წილის გამოკლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 449. ვალის პატიების შედეგები სხვა სოლიდარული მოვალეებისათვის
სამოქალაქო კოდექსის 449-ე მუხლი · სკ 449
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-473(2კ-22)
…მოთხოვნის უფლება, ხოლო მოვალეები არიან გ.პ-ი, მ.ა-ე და თ.გ-ი, რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების 10 000 ლარის გადახდაში. ამდენად, გ.პ-ი, მ.ა-ე და თ.გ-ი კანონის თანახმად, წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სამოქალაქო კოდექსის 449-ე მუხლის თანახმად, კი ვალის პატიება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ მოვალეებსაც, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კრედიტორი მათ მიმართ მოთხოვნას იტოვებს.
- საქმე №ას-1667-2018
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქციის 447-ე და 449-ე მუხლებით და ვინაიდან დადგენილი იყო, რომ სადავო კარადა მოსარჩელის, გ.ქ–ძისა და ტ.ზ–ძის საერთო საქმიანობის შედეგად იყო შექმნილი, იგი მათ საერთო საკუთრებად მიიჩნია.
- საქმე №ას-559-2019
…3.2 პუნქტის მიხედვით: „მხარეთა შეთანხმებით მოხდეს რ.ფ–ას და ქ.ჩ–ს გასვლა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან და მათზე აღარ გავრცელდეს ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ის პირობები და ნორმები.“ სსკ-ის 449-ე მუხლის მიხედვით „ვალის პატიება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ მოვალეებსაც, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კრედიტორი მათ მიმართ მოთხოვნას იტოვებს.“ ამდენად, ის ფაქტი, რომ რ.ფ–ა და ქ.ჩ.
- საქმე №ას-1542-2018
საკასაციო პალატა მოპასუხისათვის ვალის პატიების თანმხვედრად აფასებს მეორე მოპასუხის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლიანობასაც, რა მიზნითაც სსკ-ის 449-ე მუხლს მოიხმობს. ამ ნორმატიული დანაწესის თანახმად, ვალის პატიება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ მოვალეებსაც, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი მათ მიმართ მოთხოვნას იტოვებს.
- საქმე №ას-97-2019
…მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 895-ე მუხლის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობა და სოლიდარული თავდებობის ინსტიტუტი ერთმანეთში აურია ( სსკ-ის 463-ე მუხლი), თუნდაც გამოვლენილიყო სოლიდარული პასუხისმგებლობა, სასამართლოს სსკ-ის 449-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა. ამასთან, ვინაიდან კრედიტორმა მსესხებლის მიმართ სარჩელზე უარი თქვა, სასამართლოს საქმე თავდებობის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე უნდა შეეწყვიტა ან კრედიტორის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
- საქმე №ას-1087-1018-2012
- საქმე №ას-784-737-2012
- საქმე №2კ-803აპ.-09
- საქმე №ას-643-973-07
- საქმე №ბს-945-531(კ-05)
- საქმე №3კ/484-03
- საქმე №3კ/477-03
- საქმე №3კ/1119-01
- საქმე №080210116001421332
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 52. სოლიდარული პასუხისმგებლობა
- მუხლი 26. ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შესახებ (ფორმა №22)
- მუხლი 26. ინფორმაცია ჩამოწერილი კრედიტების და ვალის პატიების შესახებ (ფორმა №22)
- მუხლი 12. სახელმწიფო საშინაო ვალის აღების შედეგად მიღებული სახსრების გამოყენება
- მუხლი 97. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წარმომადგენლობა
- მუხლი 61. სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების განვითარების სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 442¹. ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა
- მუხლი 443. გაქვითვის შესაძლებლობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას
- მუხლი 444. გასაქვითი მოთხოვნები
- მუხლი 445. რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა
- მუხლი 446. ვალდებულებათა გაქვითვა შესრულების სხვადასხვა ადგილის არსებობისას
- მუხლი 447. მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობა
- მუხლი 450. ძირითადი მოვალისათვის ვალის პატიების შედეგები
- მუხლი 451. ორმხრივ ხელშეკრულებებში მოთხოვნაზე უარის თქმის შედეგები
- მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება
- მუხლი 453. ვალდებულების შეწყვეტა მოვალის გარდაცვალების გამო
- მუხლი 454. ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 449, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-449/