1. ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიუხედავად, ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყდება, თუ ვალდებულება სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს და ემიტენტი აღნიშნულ ფასიან ქაღალდს შეიძენს. ემიტენტის მიერ საკუთარი სასესხო ფასიანი ქაღალდის ფლობისას ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ ამ ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა გავიდა ან ემიტენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ემიტენტის გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ასახვის მომენტიდან.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნებისთვის ემიტენტის მფლობელობაში არსებული სასესხო ფასიანი ქაღალდი არ გაითვალისწინება, ხოლო პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება პროცენტის გადაუხდელად.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2023 კანონი №3726
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. [მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება 1. ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიუხედავად, ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყდება, თუ ვალდებულება სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს და ემიტენტი აღნიშნულ ფასიან ქაღალდს შეიძენს. ემიტენტის მიერ საკუთარი სასესხო ფასიანი ქაღალდის ფლობისას ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ ამ ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა გავიდა ან ემიტენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ემიტენტის გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ასახვის მომენტიდან. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნებისთვის ემიტენტის მფლობელობაში არსებული სასესხო ფასიანი ქაღალდი არ გაითვალისწინება, ხოლო პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება პროცენტის გადაუხდელად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ას-1797-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2022
…რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს დავის საგნის არსებობას (მაგ: ვალდებულების შეწყვეტის წესები, იხ. სკ-ის 427-ე და შემდგომი ნორმები) (სუსგ. №ას-1299-2018, 29 ნოემბერი, 2019 წელი) 12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება.
- საქმე №ას-132-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2021
დასახელებული სამართლებრივი ნორმა, რომელიც სისტემურად ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებშია მოთავსებული, არსებითად განსხვავდება ისეთი საფუძვლებისაგან, როგორიცაა სსკ-ის 452-ე მუხლი - ე.წ. კონფუზია, როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება; სსკ-ის 453-ე მუხლი, რომელიც მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევებისათვის ვალდებულების შეწყვეტის წინაპიროებებს განსაზღვრავს.
- საქმე №ას-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს გასაჩივრებულ განჩინებას, იმსჯელოს სსკ-ის 316-ე, 317-ე, 294-ე, 408- 409-ე, 356-ე, 358-ე, 394-ე, 442-ე, 444-ე, 452-ე, 456-ე, 463-ე, 464-ე, 937-ე და 938-ე მუხლების საფუძველზე სადავო თანხის დაკისრებაზე, კერძოდ, დაადგინოს, ზიანის ანაზღაურების წინაპირობის – ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
- საქმე №ას-401-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2020
მოხმობილი ნორმა, რომელიც სისტემურად ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებშია მოთავსებული, არსებითად განსხვავდება ისეთი საფუძვლებისაგან, როგორიცაა სსკ-ის 452-ე მუხლი - ე.წ. კონფუზია, როდესაც მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება; სსკ-ის 453-ე მუხლი, რომელიც მოვალის ან კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევებისათვის ვალდებულების შეწყვეტის წინაპიროებებს განსაზღვრავს.
- საქმე №ას-382-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2019
აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან (მაგალითად, ვალდებულების შესრულების შესაგებელი სსკ-ის 427-ე ან 434-ე მუხლის საფუძველზე, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა სსკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე, ვალის პატიების შესაგებელი სსკ-ის 448-ე მუხლის საფუძველზე, კონფუზიის შესაგებელი სსკ-ის 452-ე მუხლის საფუძველზე,). მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი - ხანდაზმულობის შესაგებელის შემოწმება უნდა მოხდეს სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე.
- საქმე №ას-1322-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2019
- საქმე №ას-519-485-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2017
- საქმე №ას-607-580-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2017
- საქმე №ას-259-247-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2016
- საქმე №ას-406-386-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2015
- საქმე №ას-857-908-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2011
- საქმე №ბს-1107-686(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.10.2006
- საქმე №ბს-126-306-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2003
- საქმე №3გ/ად-142-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2003
- საქმე №3კ/312-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2001
- საქმე №ას-382-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210013214835 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 04.04.2019
- საქმე №340210017002017386 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 21.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება