უარი ეთქვა

სამოქალაქო 28.12.2006
საქმის ნომერი
ა-746-06
კატეგორია
დავის ტიპი
ბათილად ცნობა
თარიღი
28.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ა-746-06 28 დეკემბერი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 22 მარტის განჩინების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ტ-შის სარჩელი ლ. მ-იას მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-იამ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-იას სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 6 თებერვლის განჩინებით კასატორს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა. უზენაესი სასამართლოს 2006წ. 22 მარტის განჩინებით კი ლ. მ-იას საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და დამატებითი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოუდგენლობისგამო დარჩა განუხილველად.

ლ. მ-იამ განცხადება შეიტანა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2006წ. 22 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დროულად დაშესაბამისად, განცხადება და სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი დატოვა უზენაეს სასამართლოს მისაღებში, სასამართლომ კი არასწორად დატოვა მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა განცხადება, საქმის მასალები და თვლის, რომ ლ. მ-იას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 6 თებერვლის განჩინებით კასატორ ლ. მ-იასხარვეზის შესავსებად მიეცა 15-დღიანი ვადა განჩინების ჩაბარების დღიდან. მას აღნიშნული განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2006წ. 20 თებერვალს. ვინაიდან უზენაეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა ხარვეზი შევსებული, უზენაესი სასამართლოს 2006წ. 22 მარტის განჩინებით ლ. მ-იას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ლ. მ-იამგანცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: მან მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2006წ. 28 თებერვალს, ამის დასადასტურებლადწარმოადგინა სს ბანკ «რ-ის” მიერ გაცემული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მართალია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2006წ. 28 თებერვალს, მაგრამ ლ. მ-იამ სასამართლოში აღნიშნული ქვითარი წარმოადგინადაგვიანებით. მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა არა 2006წ. 11 აპრილს, არამედ _ 2006წ. 2 მარტის ჩათვლით.

სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდებაკანონით Dდადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატას მიაჩნია,ვინაიდან უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილ იქნა დაგვიანებით, ითვლება რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სწორად დატოვა საკასაციო საჩივარი განუხილველი.

სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილებისბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადების წანამძღვრები.

სსკ-ის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება განმცხადებელ ლ. მ-იას იმის თაობაზე, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დროულად და შესაბამისად, განცხადება და სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი განცხადებასთან ერთად ჩააბარა უზენაესი სასამართლოს მისაღებში.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. მ-იამ ვერ დაადასტურა, რომ მან სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში შეავსო ხარვეზი.მან ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საპროცესო მოქმედება, რომ-იც ლ. მ-იას უნდა შეესრულებინა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, არ იქნა შესრულებული,მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში დაგვიანებით წარმოადგინა, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. მ-იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 22 მარტის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 430-ე, 431-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. მ-იას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 22მარტის განჩინების ბათილად ცნობისშესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.