1. ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელი მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებები.
2. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აუცილებელია მოწმის დაკითხვა, სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას. ამ წესით დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისაგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკითხვისაგან.
3. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დაერთვის საქმეს.
4. თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
5. თუ ექსპერტიზის ობიექტი სხვა პირთანაა და ეს პირი ახორციელებს ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულ ქმედებებს, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა ამ პირს განჩინებით დაევალოს ექსპერტის მითითებების შესრულება.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.11.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 169. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალების შეგროვება 1. ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელ მასალებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად აუცილებელი მასალების წრეს განსაზღვრავს სასამართლო, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებები. 2. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აცილებელიააუცილებელია მოწმის დაკითხვა, სასამართლოს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას. ამ წესით დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისაგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკითხვისაგან. 3. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დაერთვის საქმეს. 4. თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად. 5. თუ ექსპერტიზის ობიექტი სხვა პირთანაა და ეს პირი ახორციელებს ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულ ქმედებებს, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა ამ პირს განჩინებით დაევალოს ექსპერტის მითითებების შესრულება. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(75)
- საქმე №ას-513-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
იმ საფუძვლის გათვალისწინებით კი, რომლის გამოც ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, დადასტურებულად ჩათვლილი გარემოების უარყოფის მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 169.4 მუხლის ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ (შდრ: იხ. სუსგ №ას-251-2022, 2.06.2022).
- საქმე №ას-821-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
პალატამ მტკიცების ტვირთთან მიმართებით მოიხმო საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 05 ივლისის განჩინება (საქმე Nას-143-2024), სადაც ექსპერტიზაზე გამოუცხადებლობა, მოსარჩელის მტკიცების ტვირთის შესამსუბუქებელ გარემოებად იქცა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის (თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის…
- საქმე №ბს-365(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2025
პირის ბრალდებულის სახით დაკავებისთანავე ან/და პირის ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება) პირი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში (სსსკ-ის მე-9, 38-ე, 166-ე, 167-ე, მუხლები). სსსკ-ის 169-ე მუხლით პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.
- საქმე №ას-1034-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…შექმნას მოსარჩელემ მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ დაზიანებულ ფართის დათვალიერების შესაძლებლობა ექსპერტს არ მისცა. 11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1, 169.4 მუხლებით და ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ პირობებში მოპასუხეს, მოსარჩელის ქმედების გამო, ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ზიანის ოდენობის თაობაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას შედავებოდა.
- საქმე №ას-987-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2024
…აბანოს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული გ.წ–ის რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რადგან მოპასუხე არ დაეთანხმა მოხმარებული გ.წ–ის რაოდენობის დასადგენად ექსპერტიზის დანიშვნას, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსარჩელის პოზიცია მიჩნეული უნდა ყოფილიყო დადასტურებულად.
- საქმე №ას-143-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
- საქმე №ბს-738(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
- საქმე №ას-655-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-251-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2022
- საქმე №ას-1003-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
- საქმე №ას-742-742-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
- საქმე №ას-49-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2020
- საქმე №ას-1111-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2020
- საქმე №ას-1525-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2019
- საქმე №ას-90-90-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2018
- საქმე №ას-717-670-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2018
- საქმე №ას-1146-1102-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2017
- საქმე №ას-85-81-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2017
- საქმე №ას-826-792-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2016
- საქმე №ას-915-881-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2016
- საქმე №ა-2021-შ-52-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2016
- საქმე №ას-180-173-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2016
- საქმე №ას-563-534-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2015
- საქმე №ას-593-561-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.09.2015
- საქმე №ას-981-942-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2015
- საქმე №ას-1337-1375-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2015
- საქმე №ას-97-91-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2015
- საქმე №ას-207-194-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2015
- საქმე №ას-1289-1227-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2015
- საქმე №ას-128-122-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
- საქმე №ას-376-357-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2013
- საქმე №ას-1583-1486-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.01.2013
- საქმე №ას-1318-1244-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2012
- საქმე №ას-1045-980-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2012
- საქმე №ას-646-609-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2012
- საქმე №ას-1825-1799-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2012
- საქმე №ას-1581-1580-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2011
- საქმე №ას-1218-1238-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-919-958-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-446-421-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2011
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 75-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება