1. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები.
2. თუ ექსპერტიზა მხარის ინიციატივით დაინიშნა, ექსპერტს პირველად ეკითხებიან ის პირი, რომელმაც წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, და მისი წარმომადგენელი. სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 171. ექსპერტის დასკვნის შემოწმება. ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესი 1. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები. 2. თუ ექსპერტიზა მხარის ინიციატივით დაინიშნა, ექსპერტს პირველად ეკითხებიან ის პირი, რომელმაც წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, და მისი წარმომადგენელი. სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება მოსამართლე. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტში. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(26)
- საქმე №ას-1579-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2026
…მოპასუხეთა შორის დადებული გარიგებების ბათილად ცნობის შედეგის მიმართ. 20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.01.2024წ. საოქმო განჩინებებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ექსპერტების სახით რ.ვ–ის, ნ.ბ–ის, ბ.ლ–ას და ა.ო–ის გამოკითხვაზე. სსსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას.
- საქმე №ბს-365(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2025
…38-ე, 166-ე, 167-ე, მუხლები). სსსკ-ის 169-ე მუხლით პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. სსსკ-ის 171-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების…
- საქმე №ბს-1340(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც დაკავების სავალდებულო საფუძვლად მიუთითებს პირის მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ისეთი დანაშაულის ჩადენაზე,…
- საქმე №ას-678-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა სრულფასოვნად გამოკვლევის მიზნით ექსპერტის დასკვნა მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშედარების გზით უნდა შემოწმდეს ან, თუ თვით დასკვნა განმარტებას მოითხოვს, სსსკ-ის 171-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მისი ინიციატივით მოწვეულ ექსპერტს დაუსვას შეკითხვები. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი დასკვნა სრულად შეიცავს წარმოებული კვლევის აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს და დასაბუთებულ პასუხებს დასმულ კითხვებზე.
- საქმე №ას-804-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2021
სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 171.1-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას.
- საქმე №ას-250-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2020
- საქმე №ას-804-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2020
- საქმე №ას-254-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2020
- საქმე №ას-930-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2019
- საქმე №ას-155-145-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2018
- საქმე №ბს-650-650(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2018
- საქმე №ას-717-670-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2018
- საქმე №ას-342-327-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2016
- საქმე №ას-815-773-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2014
- საქმე №ას-1672-1568-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2013
- საქმე №ას-1030-965-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2012
- საქმე №ას-507-481-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2012
- საქმე №ას-776-830-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
- საქმე №ას-268-252-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2011
- საქმე №ას-608-917-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2010
- საქმე №ას-537-879-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2007
- საქმე №330210117001848201 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2020
- საქმე №330210016001583312 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.05.2019
- საქმე №330210016001321618 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №120211616001378705 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №330210117001848201 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება