მუხლი 173. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლი · სსსკ 173
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
2. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 173. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა 1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. 2. თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008წ.,03.01.2008 მუხ.1წ., მუხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(102)
საქმე №ას-1375-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
ასეთია სწორედ სასამართლოს ინიციატივით დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა, რომელიც მოცემულია სსსკ-ის 173-ე მუხლში და, რომლის თანახმად, თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ…
საქმე №ას-60-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
სსსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 173-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის…
საქმე №ას-1418-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
ამასთან, კანონმდებლობა სასამართლოსაც ანიჭებს ექსპერტიზის დანიშვნის უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი და მსგავსი საპროცესო მოქმედება იმავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 173-ე მუხლის მოთხოვნათა განუხრელად დაცვის გზით უნდა შესრულდეს. 26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქმის…
საქმე №ას-1540-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 173.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება…
საქმე №ას-1395-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არ არსებობდა სასამართლოს ინიციატივით არც დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველიც, კერძოდ, სსსკ-ის 173-ე მუხლი განსაზღვრავს როგორც დამატებითი, ასევე, განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის წესს. ნორმის დანაწესით, თუ ექსპერტიზის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
საქმე №ას-370-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
საქმე №ას-1496-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
საქმე №ას-1089-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2024
საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
საქმე №ას-262-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2024
საქმე №ას-822-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
საქმე №ას-1138-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
საქმე №ას-892-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2023
საქმე №ას-406-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2023
საქმე №ას-599-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ას-688-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2022
საქმე №ას-421-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2022
საქმე №ას-524-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
საქმე №ას-24-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2022
საქმე №ას-1393-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
საქმე №ას-1349-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
საქმე №ას-1141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2022
საქმე №ას-475-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2021
საქმე №ას-1250-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2020
საქმე №ას-767-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2020
საქმე №ას-498-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2020
საქმე №ას-930-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2019
საქმე №ას-894-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2019
საქმე №ას-461-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 173, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-173/