სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლი · სსსკ 170
თავი XX — ექსპერტის დასკვნა
1. ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით. სასამართლოს უფლება აქვს მისცეს ექსპერტს წინადადება, რომ მან ზეპირი განმარტება მისცეს სასამართლოს თავისი დასკვნის შესახებ. ზეპირი განმარტება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, წაეკითხება ექსპერტს, რომელიც ხელს აწერს მას.
2. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(60)
საქმე №ას-11-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
საკასაციო პალატის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, დავის საგნის გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სსსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ყველა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქმე №ას-473-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით.
საქმე №ას-1183-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მოსაქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელში უკანონო ხელშეშლის ფაქტი მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რომლის არსებობაც მან ვერ დაადასტურა.
საქმე №ბს-468(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.09.2023
…წლის 18 ივნისის კანონით) 168-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ხდებოდა ბავშვის დაბადების ადგილის, მშობლების ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის 170-ე მუხლი კი განსაზღვრავდა, რომ განცხადება ბავშვის დაბადების შესახებ უნდა შეტანილიყო დაბადებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.
საქმე №ას-1408-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2023
ასევე, თუ სასამართლო ვერ შეძლებდა ამ მტკიცებულებათა სათანადოდ გამოკვლევას მათი სპეციფიკურობის გამო, მას სსსკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, მეტი სიცხადისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, შეეძლო, სასამართლოში გამოეძახებინა და განმარტება მოეთხოვა დასკვნის ავტორებისთვის;
საქმე №ას-362-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2023
საქმე №ას-884-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
საქმე №ას-710-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2022
საქმე №ბს-1343(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
საქმე №ას-1435-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2021
საქმე №ას-1208-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2019
საქმე №ას-894-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2019
საქმე №ას-1626-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
საქმე №ას-1907-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2019
საქმე №ას-520-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.05.2019
საქმე №ას-1574-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2018
საქმე №ას-1507-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2018
საქმე №ას-923-2018(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2018
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 170, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-170/