პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი არის:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
ბ) პროკურორი;
გ) გამომძიებელი;
დ) პოლიციელი;
დ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე;
ე) ადვოკატი;
ვ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;
ზ) სასულიერო პირი;
თ) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;
ი) ბრალდებული;
კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული;
ლ) ნასამართლევი.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5591
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6735 – ვებგვერდი, 07.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2020 კანონი №6735
- 24.06.2016 კანონი №5591
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. შეუთავსებლობა პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი არის: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) პროკურორი; გ) გამომძიებელი; დ) პოლიციელი; [დ1) დ 1 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე; (ამოქმედდეს 2020 წლის 5 აგვისტოდან)] ე) ადვოკატი; ვ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე; ზ) სასულიერო პირი; თ) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე; ი) ბრალდებული; კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული; ლ) ნასამართლევი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №330100117002215507 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
კასატორების პოზიციას, რომ ერთერთი ნაფიც მსაჯული იყო პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და ერთერთი კი პროკურატურის მოქმედი თანამშრომლის მეუღლე, მოცემულ გარემოებასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესზე და არ არის სახეზე კანონთან შეუსაბამობა, კერძოდ: „პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს…
- საქმე №330210014587582 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.02.2018
- პროკურატურისათვის მიმართვა არ არის შეცილების სამართლებრივად ვარგისი საშუალება, რადგან არსებული სასამართლო ბოლო პრაქტიკით (რ-----------ის საქმე) აღნიშნული გამონაკლისი დაშვებულ იქნა მხოლოდ 2009 წლის ივნისამდე პროკურატურისათვის მიმართვებზე, რადგან ამ დრომდე (2009 წლის ივნისი) მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლები პროკურატურისადმი მიმართვით სამოქალაქო უფლების დაკმაყოფილების საშუალებასაც იძლეოდა (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #330210115001056103 გვერდი 169-ე გვერდის დასაწყისი).
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება