შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004435581
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე 37აპ-24 ქ. თბილისი
ა.დ. 37აპ-24 10 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – დავით გუმბერიძის,ადვოკატების – თ. გ–ს, გ. ტ–ს,მსჯავრდებულების – დ. ა–ს, ლ. ა–ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის შუამდგომლობა ლ. ა–ს (დაბადებული 1... წელს) და დ. ა–სის (დაბადებული 1... წელს) მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. დ. ა–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
1.2. ლ. ა–ს, – დაბადებულს 1.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით დ. ა–სა და ლ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 25 იანვარს, საღამოს საათებში, გ. ე–ე, მ. მ–ან ერთად იმყოფებოდა ქ. თ–ი, ი. პ–ს ქ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მასთან მივიდნენ ლ. ა–სი და დ. ა–სი. ლ. ა–მა გ. ე–ს ჰკითხა ჰქონდა თუ არა თანხა მათთვის მისაცემად, რაზეც გ. ე–მ მას მისცა ფულადი თანხა 7 ლარისა და 70 თეთრის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ, მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დ. ა–მა, გ. ე–ს ჰკითხა ჰქონდა თუ არა თან მობილური ტელეფონი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ჯიბიდან ამოიღო 1500 ლარად ღირებული, „სამსუნგის“ ფირმის, „გალაქსი ნოუთ 10-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი და დაანახა დ. ა–სა და ლ. ა–ს. დანახვისთანავე ლ. ა–ი, მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხელში წვდა გ. ე–ს, წაართვა კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის, „გალაქსი ნოუთ 10-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი და დ. ა–სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. აღნიშნულმა ქმედებამ 1500 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
2.2. 2021 წლის 25 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თ–ი, ი. პ–ს ქ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას დ. ა–მა და ლ. ა–სმა, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ე–სა და მ. მ–ს, კერძოდ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდნენ თავისა და ტანის არეში. აღნიშნულმა ქმედებებმა გ. გ–ს და მ. მ–ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენით:
3.1. ლ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ლ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან.
3.4. ლ. ა–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 25 იანვრიდან - 2021 წლის 3 თებერვლის ჩათვლით. ასევე, 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 75 დღის ვადით.
3.5. დ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.5.1. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ა–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. დ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან;
3.8. დ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 25 იანვრიდან - 2021 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. ასევე, 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 75 დღის ვადით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების: ლ. ა–სა და დ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ, რომელიც ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენის გაუქმებას, ლ. ა–სა და დ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ:
6.1. მსჯავრდებულების ლ. ა–სა და დ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თ. გ–სემ და ნ. ხ–მ, რომლებიც ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას და ლ. ა–სა და დ. ა–ს მიმართ ძარცვის ნაწილში გამამართლებელი განაჩენის დადგენას;
6.2. მსჯავრდებულ ლ. ა–სის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ. ტ–ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და ლ. ა–ს გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას;
6.3. მსჯავრდებული ლ. ა–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
6.4. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 3041-ე მუხლის საფუძველზე დაცვის მხარე ითხოვს საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვას.
7. 2024 წლის 13 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულების დ. ა–სა და ლ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ და მოითხოვა დრო, საპროცესო შეთანხმების მისაღწევად.
8. 2024 წლის 8 ივლისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და ლ. ა–სა და დ. ა–ს შორის 2024 წლის 8 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
8.1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულებთან – დ. ა–სთან და ლ. ა–სთან მიმართებით 2024 წლის 8 ივლისს პროკურატურამ გაითვალისწინა, რომ დ. ა–მა და ლ. ა–მა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული და სახელმწიფოს საჯარო ინტერესისა და სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულთა პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებსა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორს შორის წერილობით დაიდო საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
9. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ხარებაშვილი შუამდგომლობით ითხოვს:
9.1. ლ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი და 6 თვე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი და 6 თვე;
9.2. ლ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
9.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი და 6 თვე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 3 წელი და 6 თვე.
9.4. დ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი და 6 თვე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი და 6 თვე;
9.5. დ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
9.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი და 6 თვე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 3 წელი და 6 თვე.
10. დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის მოთხოვნას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ დ. ა–სა და მისი ადვოკატის თ. გ–ს განცხადება, რომლის თანახმადაც, დ. ა–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, საკუთარი ნებით, ნებაყოფლობით აცხადებს თანხმობას არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე. ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდგომ სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, მსჯავრდებული ითხოვს, რომ მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. სრულად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განმარტებული აქვს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს სამოქალაქო და სხვა პასუხისმგებლობისაგან.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ ლ. ა–სა და მისი ადვოკატის გ. ტ–ს განცხადება, რომლის თანახმადაც, ლ. ა–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, საკუთარი ნებით, ნებაყოფლობით აცხადებს თანხმობას არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე. ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდგომ სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, მსჯავრდებული ითხოვს, რომ მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. სრულად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განმარტებული აქვს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს სამოქალაქო და სხვა პასუხისმგებლობისაგან.
12.1. სასამართლო სხდომაზე ლ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ტ–მ დამატებით წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 2 მაისის ......... განკარგულების ასლი. განკარგულების თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყალებულ იქნა ლ. ა–ი (დაბადებული 1... წელს) მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან 2025 წლის 2 მაისს.
13. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმების პირობებს არაერთგვაროვნად აღიქვამდნენ მხარეები. კერძოდ, ბრალდების მხარის განმარტებით, საპროცესო შეთანხმებით თითოეული მსჯავრდებულისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრულ სასჯელის ხანგრძლივობას არ უნდა მოკლებოდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი ქვეპუნქტით განსაზღვრული 75 დღე, ხოლო დაცვის მხარე ითხოვდა საპროცესო შეთანხმებით თითოეული მსჯავრდებულისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრულ ვადის „ამნისტიის შესახებ“საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე 75 დღით შემცირებას. ამასთან, ბრალდების მხარემ ცალსახად განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმებას მხარს უჭერდა მხოლოდ მის მიერ განმარტებული პირობით და არ ეთანხმებოდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 75 დღის პატიმრობის ვადაში ჩათვლას.
13.1. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დააზუსტა საპროცესო შეთანხმების პირობები (ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებით). კერძოდ, დაზუსტებული შუამდგომლობის თანახმად ბრალდების მხარემ მოითხოვა:
13.2. დ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი, 8 თვე და 15 დღე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე;
13.2.1. დ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
13.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი, 8 თვე და 15 დღე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე;
13.2.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შეუმცირდეს სასჯელი - 75 დღის ვადით;
13.3. ლ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი, 8 თვე და 15 დღე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე;
13.3.1. ლ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
13.3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი, 8 თვე და 15 დღე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე;
13.3.3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შეუმცირდეს სასჯელი - 75 დღის ვადით;
14. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობებით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა დავით გუმბერიძემ, მსჯავრდებულებმა ლ. ა–ა და დ. ა–ა, ასევე მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თ. გ–მ და გ. ტ–მ.
15. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე ლ. ა–სა და დ. ა–ს მიმართ.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: უნდა დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და დამტკიცდეს პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილსა და ლ. ა–სა და დ. ა–ს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, (დაზუსტებული პირობებით).
2. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილს (საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ); ამავე მუხლის მე-5 ნაწილს (მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება); 213-ე მუხლის მე-3 ნაწილს (სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი); ამავე მუხლის მე-61 ნაწილს (თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს).
3. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ლ. ა–სისა და დ. ა–სის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ლ. ა–ი და დ. ა–ი ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; ლ. ა–ი და დ. ა–ი ადასტურებენ, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ადვოკატისაგან ეფექტური იურიდიული დახმარება და სამართალწარმოების (მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოების) ფარგლებში დაცვის უფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია; ისინი სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს; მათთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იწვევს ნასამართლობას, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან; სრულად აცნობიერებენ დანაშაულებს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედებათ და იმ დანაშაულებისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას მიაწვდიან სასამართლოს.
4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ლ. ა–ი და დ. ა–ი სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებენ ბრალს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით) და ეთანხმებიან პროკურორს სასჯელის ზომაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ ლ. ა–სა და დ. ა–სათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებები; ისინი ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ შუამდგომლობასა და დაზუსტებულ საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ლ. ა–ს, დ. ა–სსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა; ლ. ა–ი, დ. ა–ი და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს; აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
5. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით (საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები) დასტურდება ლ. ა–სა და დ. ა–ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
6. ლ. ა–სა და დ. ა–ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით დადგენილი სტანდარტით დასტურდება როგორც მათი აღიარებით, ასევე - დაზარალებულების: გ. გ–ს და მ. მ–ს, მოწმეების: ბ. ც–ს, ლ. ყ–ს, ზ. კ–ს, ზ. ბ–ს, ხ. გ–ს, გ. ჩ–ს ვ. კ–ს, მ. ჩ–ს, ლ. თ–ს, ი. ჯ–ს, გ. ტ–ს თ. ლ–ს, ე. ფ–ს, ვ. ბ–სა და შ. ფ–ს, ე. ფ-ის, ვ. ბ-ისა და შ. ფ-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ა–სმა და დ. ა–სმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილს, 33-ე მუხლის მე-6 ნაწილს (პროკურორი უფლებამოსილია, მათ შორის – ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე); საქართველოს სსსკ-ის 209-ე მუხლის პირველ ნაწილს (სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე); საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილს (საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება ან დანაშაულთა ერთობლიობისას მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე), საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 თებერვლის N881აპ-23 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის N1274აპ-23 განაჩენი), საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, ლ. ა–სა და დ. ა–ს პიროვნებას და მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მოტივს.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, par. 17, ECtHR, 27/11/2008; Ruciński v. Poland, no. 33198/04, par. 12, ECtHR, 20/02/2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხვნებთან შეუსაბამო არ არის (mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08; 36742/08, ECtHR, 6/07/2010)...საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა" (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, no. 9043/05, par.90, ECtHR, 24/04/2014).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის შუამდგომლობა (სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პირობებით) ლ. ა–სა და დ. ა–ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორი დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე დაზუსტებულ მოთხოვნას – საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ.
11.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
11.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ნორმალურია, გასაჩივრების უფლება შეიზღუდოს საპროცესო შეთანხმებიდან გამომდინარე. რადგან ბრალდებული უარს ამბობს საქმის არსებითად განხილვაზე (Krombach v. France, no. 29731/96, par.96, ECtHR, 2001-II; Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, no. 9043/05, par.96, ECtHR, 24/04/2014).
11.3. შესაბამისად, ლ. ა–სა და დ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. გ–სა და ნ. ხ-ს, მსჯავრდებულ ლ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ტ–სა და მსჯავრდებულ ლ. ა–ს – საკასაციო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი.
11.4. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება შეცვლილი პირობებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილსა და მსჯავრდებულებს ლ. ა–სა და დ. ა–ს შორის;
4. დ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი, 8 თვე და 15 დღე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე;
5. დ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი, 8 თვე და 15 დღე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე;
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შეუმცირდეს სასჯელი - 75 დღის ვადით;
8. დ. ა–სს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან - 2023 წლის 22 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 25 იანვრიდან - 2021 წლის 8 თებერვლის ჩათვლით;
9. ლ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი, 8 თვე და 15 დღე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე;
10. ლ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს – 1 წელი, 8 თვე და 15 დღე, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 3 წელი, 3 თვე და 15 დღე;
12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შეუმცირდეს სასჯელი - 75 დღის ვადით;
13. ლ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან 2023 წლის 22 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 25 იანვრიდან - 2021 წლის 3 თებერვლის ჩათვლით;
14. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულების – ლ. ა–სა და დ. ა–ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
15. ლ. ა–სისა და დ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. გ–სა და ნ. ხ-ს, მსჯავრდებულ ლ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ტ–სა და მსჯავრდებულ ლ. ა–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრების უკან გათხოვის გამო;
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
17. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი