შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
2კ-13-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001794342

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №13I-20 ქ. თბილისი

კ. რ. 13I-20 3 აგვისტო, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ო-სა და მ-მ ს-, მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ. ო. და მ. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ყ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:

დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი მიქელაძის შუამდგომლობები. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ რ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

რ. კ. - დაბადებული … წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 25000 ლარი. რ. კ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2016 წლის 11 ნოემბრიდან 2017 წლის 27 ივლისის ჩათვლით.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ მ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

მ. ბ. - დაბადებული …. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 25000 ლარი. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 11 ნოემბრიდან 2017 წლის 27 ივლისის ჩათვლით.

ნივთიერი მტკიცებულება: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ნუსხის მე-5 გრაფაში მითითებული ყველა ნივთმტკიცება უნდა დაუბრუნდეს სს ,,ტ-ს” ს/კ ....

უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ს (პ/ნ …) საკუთრებაში არსებულ, ქვემოთ ჩამოთვლილ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა: საკ. კოდი: … - ქ. თ… … ლიტ „. “, ფართი - 49.75 კვ.მ; საკ. კოდი: …. - ქ. თ , ბ…. (ნაკვეთი 04/34), დაზუსტებული ფართობი 450 კვ.მ; საკ. კოდი: … - ქ. თ., …. , ფართი - 99,10კვ.მ; საკ. კოდი: …. - ქ. თ…., …, ფართი - 119.22კვ.მ; საკ. კოდი: …... - ქ. თ… შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N.. საერთო ფართით 424.61 კვ.მ. (მათ შორის I სართული 146.79 კვ.მ. II სართული 138.02 კვ.მ. III სართული 139.80 კვ.მ.) N2 საერთო ფართით 31.7 კვ.მ. (მათ შორის I სართული 15.53 კვ.მ. სხვენი 16.17 კვ.მ.) N3 საერთო ფართით 157.09 კვ.მ. (მათ შორის Iსართული146.07კვ.მ. IIსართული11.02კვ.მ.); საკ. კოდი: … - ქ. თ. (ნაკვეთი N… ), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 7კვ.მ.

უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით შემდეგ ობიექტებზე დადებული ყადაღა: ა) შპს „გ. გ-ს“ (ს/ნ …) 100%წილი; ბ) შპს „გ. (ს/ნ ... ) 100%წილი; გ) შპს „ჯ- ს“ (ს/ნ .. ) 100%წილი; დ) მ. ბ- ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე დადებული ყადაღა: დ.ა) საკ. კოდი: ... - ქ.თ... ფართი- 99,36კვ.მ; დ.ბ) საკ. კოდი: .. - ქ. თ. N.., არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 8130 კვ.მ. შენობა-ნაგებობები: N.... სხვა ფართი: საერთო ფართი: N.... საკ. კოდი: .... - ქ.თ. , .... დ.დ) საკ. კოდი: ... -ქ. თ..... , არასაცხოვრებელი ფართი, სარდაფსართული 87კვ.მ; დ. ე) საკ. კოდი: ... - ქ. თ, .... 3, სარდაფი, ფართი- 60.04კვ.მ; ე) რ. კ-ს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე დადებული ყადაღა: ე.ა) საკ. კოდი: ... - მ., სოფელი წ. , სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2001 კვ.მ; ე.ბ) საკ. კოდი: .... - ქ. თ. , ...., ფართი - 120.90კვ.მ; ე.გ) საკ. კოდი: ... - ქ. თ., .... , ფართი - 18კვ.მ; ე.დ) შპს „კ-ს გ. ც-ს“ (ს/ნ ... ) 100%წილი; ე.ე) შპს „... “-ს (ს/ნ ... ) 100% წილი; ვ) ავტომანქანა T.... სახელმწიფო ნომრით .. , უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით ბრალდებულ მ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 20000 ლარის ნაცვლად, ლ. ს-ს (პირადი ნომერი ... ) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თ-ს რ-ს ს. ვ-ი, საკადასტრო კოდი №..., დადებული ყადაღა.

უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით ბრალდებულ რ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 20000 ლარის ნაცვლად, რ. კ-ს (პირადი ნომერი ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე, ს-ს რაიონის სოფელ დ. საკადასტრო კოდი №... დადებული ყადაღა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. კ-მ და მ. ბ-მ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

რ. კ. 2014-2016 წლებში მუშაობდა სს „კ. ს. ბ-ში“ შემფასებლის პოზიციაზე და მის უფლება-მოვალეობებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედიოდა ბანკში სალომბარდო სესხების უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებული ფასეულობების შემოწმება. მ. ბ. 2014-2016 წლებში მუშაობდა სს „კ. ს. ბ-ს“ საბითუმო - სალომბარდო საქმიანობის მენეჯერის პოზიციაზე. მის უფლება-მოვალეობებს, სხვა საკითხებთან ერთად, წარმოადგენდა ბანკის ოქროს სალომბარდე პორტფელის კონტროლი. მ. ბ-მ და რ. კ-მ ჯგუფურად განიზრახეს, სხვადასხვა კომპანიის სახელით მოტყუებით დაუფლებოდნენ სს „კ. ს. ბ-ს“ დიდი ოდენობით ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014-2016 წლებში რ. კ-მ და მ. ბ-მ დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი დოკუმენტები, რომლებშიც მიუთითეს შპს „გ. გ-ს“, შპს „გ. დ.და შპს „ჯ-ს“ სახელით შეტანილი ძვირფასი ნივთების გაზრდილი ღირებულება, კერძოდ, 771 519 აშშ დოლარის ნაცვლად, ძვირფასი ნივთები შეფასდა 3 849 676.16 აშშ დოლარად, შესაბამისად, სხვაობა წარმოადგენდა 3 078 157.16 აშშ დოლარს. გარდა აღნიშნულისა, შპს „გ. გ-ს“, შპს „გ.. -ა“ და შპს „ჯ-ს“ სახელზე მ. ბ-მ და რ. კ-მ ე.წ „ო-ს“ ფარგლებში მოტყუებით მიიღეს 1 328 738 აშშ დოლარი. შესაბამისად, რ. კ. და მ. ბ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მოტყუებით დაეუფლნენ სს „კ. ს-ს“ კუთვნილ 4406894.84 აშშ დოლარს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და საქმის პროკურორისათვის დაბრუნებას, ვინაიდან მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში დაკისრებული 430 000 აშშ დოლარიდან დაზარალებულს გადაუხადეს მხოლოდ 40 000 აშშ დოლარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა პროკურორს.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე; ხოლო ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.

8. საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო. ერთი მხრივ, სს „ტ-სა“ და, მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს შორის 2018 წლის 31 აგვისტოს დადებული შეთანხმება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, მ. ბ-მ და რ. კ-მ აიღეს ვალდებულება, რომ დაზარალებულს, ამ შეთანხმების გაფორმებამდე გადახდილი 100 000 აშშ დოლარის გარდა, დამატებით გადაუხდიდნენ 430 000 აშშ დოლარს, რომელსაც შეიტანდნენ სპეციალურ ანგარიშზე. ამავე შეთანხმების 1.2 პუნქტის მიხედვით, მ. ბ-მ და რ. კ-მ ასევე აიღეს ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდნენ დაზარალებულისგან ნივთმტკიცების სახით ამოღებული ძვირფასი ნივთების რეალიზაციის შედეგად 1 450 000 აშშ დოლარის მიღებას და მისთვის გადახდას. აღნიშნული შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, მითითებული პირობების შესრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე, რომელიც აითვლებოდა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან.

9. მსჯავრდებულებმა - რ. კ-მ და მ. ბ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში მათზე დაკისრებული 430 000 აშშ დოლარიდან დაზარალებულს გადაუხადეს მხოლოდ 40 000 აშშ დოლარი.

10. უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება, რომ საპროცესო შეთანხმების პირობა მოიცავდა შეთანხმებაში არსებულ ყველა პირობასა თუ გარემოებას, ეს იყო ერთიანი ვალდებულება და მხოლოდ ამის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეეძლო სასამართლოს, გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მიერ აღებული ორივე პირობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია, რაც, თავის მხრივ, აისახა შეთანხმების მე-7 პუნქტში, რომლის მიხედვითაც თუნდაც ერთ-ერთი პირობის შეუსრულებლობა დაზარალებულს აძლევდა იმის საშუალებას, რომ მიემართა ბრალდების მხარისათვის, რათა ამ უკანასკნელს ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე განაჩენის გაუქმების თაობაზე. ამასთან, დგინდება, რომ ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევად მიიჩნია მსჯავრდებულების მხრიდან მხოლოდ 430 000 აშშ დოლარის დათქმულ 6-თვიან ვადაში დაზარალებულისათვის სრულად არანაზღაურების ფაქტი და არა - იმავე ვადაში, ძვირფასი ლითონების რეალიზაციასთან დაკავშირებით დადებული პირობის დარღვევა, რაც, თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა პროცესში მონაწილე პროკურორმა.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ო-სა და მ. ს-ს, მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე