ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003248716
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№36აპ-21 16 თებერვალი, 2021 წელი
ყ–ე ო., 36აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - რომეო ტყაბლაძის
ადვოკატ - ნ. ჩ–ის
მსჯავრდებულ - ო. ყ–ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილის - რომეო ტყაბლაძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით ო. ყ–ე, - დაბადებული 1... წლის 24 ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ო. ყ–ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 13 სექტემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ყ–მ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და ტარება. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ქ........ში, ......... ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ, ო. ყ–მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით გ. კ–ს მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ო. ყ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. 2019 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.ქ.........ში, ........... ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ, ო. ყ–ე უკანონოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და 9 მმ კალიბრიან, 1908 წლის ვაზნასა და ტყვიას. მან იარაღიდან ორჯერ გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა გ. კ–ს. 9 მმ კალიბრიანი, 1908 წლის ვაზნის ტყვია სამართალდამცავებმა ამოიღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ო. ყ–მ და მისმა ადვოკატებმა - ნ. ჩ–მა, გ. შ–მ, გ. გ–მ და ზ. ჯ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. ყ–ს ადვოკატმა ნ. ჩ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ო. ყ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. 2021 წლის 29 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მომართა მსჯავრდებულ ო. ყ–ს ადვოკატმა ნ. ჩ–მა, რომელმაც წარმოადგინა ო. ყ–ს საქმეზე დაზარალებულ გ. კ–ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ ო. ყ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების თაობაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ყ–ს ადვოკატ ნ. ჩ–ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის განხილვა.
8. 2021 წლის 10 თებერვალს, მსჯავრდებულ ო. ყ–ს ადვოკატ ნ. ჩ–ის უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულ ო. ყ–ს წინასწარი თანხმობით, მსჯავრდებულსა და ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილეს - რომეო ტყაბლაძეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი.
9. 2021 წლის 11 თებერვალს პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ ო. ყ–ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა იმ პირობით, რომ:
- ო. ყ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ო. ყ–ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო. ყ–ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 წელი.
10. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ, მსჯავრდებულმა ო. ყ–მ, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნათია ჩხეტიანმა.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საპროცესო შეთანხმება პროკურორ რომეო ტყაბლაძესა და მსჯავრდებულ ო. ყ–ეს შორის უნდა დამტკიცდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3. საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები - დაზარალებულ გ. კ–ის, მოწმეების - ზ. კ–ისა და ბ. კ–ის ჩვენებები, ქ. ბ–ის, კ. ძ–ისა და გ. ტ–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
4. სასამართლო დარწმუნდა, რომ:
§ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
§ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის -ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
§ მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;
§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
§ მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
§ მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
§ მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
§ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
§ საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
§ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
§ მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;
§ მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;
§ მსჯავრდებული აცნობიერებს მის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;
§ მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
5. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილის - რომეო ტყაბლაძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილის - რომეო ტყაბლაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ო. ყ–ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ო. ყ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ო. ყ–ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ო. ყ–ეს საბოლოოდ განესაზღვროს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 წელი;
4. ო. ყ–ეს სასჯელის მოხდა აეთვალოს - 2019 წლის 13 სექტემბრიდან;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7 განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი