თავი I — სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მისი ამოცანები და მოქმედების სფერო
1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა.
3. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
4. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც.
7. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას.
8. საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3157
–
ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3157
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის გამოყენების წესი, კანონის ანალოგია 1. სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. 2. სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობა. 3. საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. 4. დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საჰაერო თუ საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის გამო, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გამოიყენება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც. 7. საქართველოს მოქალაქე, რომელიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს, აგრეთვე საზღვარგარეთ მყოფი მისი ოჯახის წევრები, თუ ისინი ნებაყოფლობით არ დათანხმდებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას, ექვემდებარებიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იურისდიქციას. 8. საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ უცხო სახელმწიფოს სასამართლოს თუ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(116)
- საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
მეტიც, მე-2 მუხლი არ მოიცავს მესამე პირისთვის დევნის ან მსჯავრდების უფლებას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის.
- საქმე №2კ-985აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.04.2026
…მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ანაზღაურებამდე (გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დაზარალებული კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადებს უარს). 21.8. საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
- საქმე №2კ-102აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2025
ვ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.
- საქმე №2კ-1258აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2025
…კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული…
- საქმე №2კ-1273აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.05.2024
საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ,, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
- საქმე №2კ-402აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №2კ-175აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2023
- საქმე №2კ-176აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2023
- საქმე №2კ-1329აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2023
- საქმე №38აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №2კ-789აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2022
- საქმე №24აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.10.2022
- საქმე №2კ-489აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2022
- საქმე №19აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.07.2022
- საქმე №2კ-290აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №2კ-1037აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №2კ-274აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №2კ-1-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2022
- საქმე №2კ-747აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2022
- საქმე №76აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
- საქმე №66აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2022
- საქმე №65აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.02.2022
- საქმე №2კ-536აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2021
- საქმე №2კ-383აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2021
- საქმე №2კ-687აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.09.2021
- საქმე №38აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2021
- საქმე №2კ-387-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2021
- საქმე №18აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2021
- საქმე №6აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
- საქმე №36აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2020
- საქმე №16აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2020
- საქმე №2კ-203აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.09.2018
- საქმე №146აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2016
- საქმე №136აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2016
- საქმე №2კ-329აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2016
- საქმე №102აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.10.2016
- საქმე №2კ-64აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2016
- საქმე №2კ-293აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2016
- საქმე №81აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2016
- საქმე №2კ-131აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.10.2013
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 116-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება