საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო

სისხლის სამართლის 25.10.2013
საქმის ნომერი
2კ-131აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№131აპ-13 25 ოქტომბერი, 2013 წელი

ბ-ა ბ 131აპ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განაჩენით ბ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც ბ. ბ-ა გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2012 წლის 7 მაისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და სარეზოლუციო ნაწილის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგანაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ბ. ბ-ა გათავისუფლდა და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განაჩენში, კერძოდ:

ბ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 11 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2012 წლის 7 მაისიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და მისი სარეზოლუციო ნაწილი დაზუსტდა:

ბ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2012 წლის 7 მაისიდან.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ბ-მ. იგი საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენს, ვინაიდან მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ითხოვს განაჩენის გადასინჯვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიეცა 5 - დღიანი ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მსჯავრდებულმა ბ. ბ-მ მითითებულ ვადაში არ შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა, მისი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 და 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, მის მიერ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე