საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004416405
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №274აპ-22 ქ. თბილისი
ც. ლ. 274აპ-22 15 აპრილი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ც–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ნასამართლევმა ლ. ც–მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - "ბუპრენორფინი", წონით 0,038 გრამი. აღნიშნულს ლ. ც–ე უკანონოდ ინახავდა 2021 წლის 24 იანვარს, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ლ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენითა და 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ. ც–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.3. ლ. ც–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 24 იანვრიდან.
3.4. ლ. ც–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 წლით, საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 წლით, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 წლით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 10 წლით, პასიური საარჩევნო უფლება - 10 წლით, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 წლით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ც–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჯ–მ და ითხოვა ლ. ც–ს მსჯავრდების ნაწილში განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით:
5.1. მსჯავრდებულ ლ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ჯ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში ლ. ც–ს მიმართ შევიდა ცვლილება.
5.3. ლ. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განაჩენითა და 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ. ც–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.5. ლ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 24 იანვრიდან.
5.6. ლ. ც–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ც–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ჯ–მ და ითხოვა ლ. ც–ს გამართლება წარდგენილ ბრალდებაში.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8. კასატორი უთითებს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ლ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება - „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ც–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. ლ. ც–ს 2021 წლის 24 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2021 წლის 24 იანვარს ქ. თ–ში, ..........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ც–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მუქი ფერის ე.წ. ,,დუტის“ ქურთუკის (წარწერით ,,CALVIN KLEIN JEANS”-ის) შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს პოლიეთილენის მცირე ზომის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 5 ცალი მოთეთრო აბი, წარწერით ,,..“ (ლ. ც–მ უარი განაცხადა ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე).
11. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებლებმა (თ. ჯ–ი, კ. ბ–ი, ლ. ფ., დ. მ–ი) სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ლ. ც–ს პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებები; მოწმეთა დაკითხვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც მათი ჩვენებების სანდოობას საეჭვოს გახდიდა; მათ ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა არ დგინდება; ქიმიური ექსპერტიზის N... N... დასკვნის თანახმად კი გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 5 ცალი თეთრი ფერის ტაბლეტი საერთო წონით - 1,93 გრამი, თითოეულზე წარწერით ,,..“, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო წონით - 0,038 გრამს; ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით ,,პოლიეთილენის პაკეტიდან აღებული ანაწმენდი“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N..) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი ლ. ც–ს (ობ. N.. პაკეტი, წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში აღებული ბრალდებულ 19.. წ. დაბ. ლ. ც–ს პირის ღრუდან“) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/12/1276 გადაწყვეტილებით საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობის თარიღის, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვალის განჩინება №16აგ-19; 2020 წლის 25 თებერვალის განჩინება №36აგ-19) და იმის გათვალისწინებით, რომ ამოღებული ნივთის ლ. ც–ს მფლობელობაში ყოფნა დასტურდება (და შესაბამისად ლ. ც–ს მსჯავრდებაც ემყარება) არა მხოლოდ დაკავების მწარმოებელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების თანხვდენილი ჩვენებებით, არამედ ასევე - ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N..... დასკვნითაც - სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ლ. ც–ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.
13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე