1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე.
2. პირის დამნაშავედ ცნობა, მისთვის სასჯელის შეფარდება და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.
3. უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.04.2025 კანონი №500
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. ადამიანის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა 1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე. 2. პირის დამნაშავედ ცნობაცნობა, და მისთვის სასჯელის შეფარდება და ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. 3. უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(27)
- საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
ამდენად, უკეთუ ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა წარმოადგენს ევროკონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული აკრძალული სამართლებრივი შედეგის დადგომის უშუალო მიზეზს, მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიკუთვნებული მორალური ზიანის ოდენობა მართალია სრულად ვერ შეამსუბუქებს მე-5 მუხლის დარღვევით დამდგარი სამართლებრივ შედეგით განცდილ მორალურ ზიანს, თუმცა მის ოდენობაზე იქონიებს ზეგავლენას.
- საქმე №2კ-437-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2021
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ), ხოლო ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.
- საქმე №2კ-83აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2018
მსგავსმა დიფერენციაციამ და საქმის მონაწილე მხარეებისთვის სხვადასხვა პროცედურული წესების მიკუთვნებამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიყვანა დასკვნამდე, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის შექმნილმა ძალაუფლების დისბალანსმა განაპირობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტის დარღვევა. 28. ამდენად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შემდეგ…
- საქმე №2კ-4-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2018
ხოლო, საქართველოს სსსკ-ის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით, პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.
- საქმე №104აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.10.2016
ნის მსჯავრდებისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისადაც, უპირატესობა ენიჭებოდა კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას.
- საქმე №61აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.09.2016
- საქმე №58აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.09.2016
- საქმე №2კ-485აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2009
- საქმე №020100120003433686 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №010100119003248266 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2020
- საქმე №010100119002974331 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №060100119003069813 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №030100119002823454 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330100116001582607 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №150100120003526891 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 07.04.2020
- საქმე №150100118002553241 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 11.11.2019
- საქმე №150100118002712794 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330100117001929352 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №190310019002871663 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 23.04.2019
- საქმე №150100118002530176 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №330100117002193691 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.03.2019
- საქმე №150100119002799245 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №330100118002639521 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.02.2019
- საქმე №330100117001775274 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.01.2019
- საქმე №150100118002246919 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 27.12.2018
- საქმე №150100117002246352 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 11.07.2018
- საქმე №2კ-533აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება