1. ბრალდებულს (მსჯავრდებულს, გამართლებულს) აქვს სამართლიანი პროცესის უფლება.
2. ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის.
3. სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. # # # # # # #
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება 1. ბრალდებულს (მსჯავრდებულს, გამართლებულს) აქვს სამართლიანი პროცესის უფლება. 2. ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის. 3. სასამართლო ვალდებულია პრიორიტეტულად განიხილოს ის სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. # # # # # # #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №2კ-467აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
ასევე ითვალისწინებს, საქართველოს სსსკ-ის მე-8 მუხლის დანაწესს და დაცვის მხარის უფლებას – დაცვის ჯეროვნად განხორციელების მიზნებისათვის – მოეთხოვა სასამართლო სხდომის გადადება.
- საქმე №2კ-472აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.08.2024
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას, გათვალისწინებული იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც,,ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში.
- საქმე №2კ-265აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2015
…არასრულწლოვანია და სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი არასრულწლოვნის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივ რეგულაციას ზღუდავს განაჩენის გამოტანის მომენტში მისი სრულწლოვანი ასაკის დადგომით. 9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–8 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომ ბრალდებულს აქვს სამართლიანი პროცესისა და სწრაფი მართლმსაჯულების უფლება, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ პრინციპებთან.
- საქმე №83აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.03.2015
პალატამ დაარღვია სსსკ-ის მე-8 და მე-9 მუხლები, გამოავლინა აშკარა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა, როდესაც დაცვის მხარეს, ბრალდების მხარისაგან განსხვავებით, არც ერთხელ არ მისცა რეპლიკით სარგებლობის უფლება.
- საქმე №330100117002211152 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.09.2019
იქაც, სადაც ეს არ არის განპირობებული სამედიცინო აუცილებლობით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები, როგორც ასეთი, არ კრძალავენ სამედიცინო პროცედურის ჩატარებას ეჭვმიტანილის წინააღმდეგობის მიუხედავად, რათა მისგან მიიღონ მტკიცებულება სისხლის სამართლის დანაშაულში მისი მონაწილეობის შესახებ.
- საქმე №080100115002319935 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.07.2018
- საქმე №080100117002160329 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2018
- საქმე №330100114617303 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2020
- საქმე №330100119002880745 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.07.2019
- საქმე №330100111002834621 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.12.2018
- საქმე №010100115001073263 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №ბს-291(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2024
- საქმე №2კ-18-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2022
- საქმე №020100117001986595 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება