1. ეს კოდექსი ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს.
2. ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
3. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
- საქმე №172აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2016
ი-ა, ბუნებრივია, არ ითვლება ნასამართლევად საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიზნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათებს, რომლებიც კანონმდებელმა დააწესა სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი მუხლებიდან გამომდინარე, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
- საქმე №020100119003105479 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 30.07.2019
…ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა,…
- საქმე №340100119002810926 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 04.06.2019
…მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ბრალდებული ხა------ ვე-–---ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 1-ლი მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად - ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
- საქმე №140100119002813371 · გორის რაიონული სასამართლო · 22.05.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის 1-ლი, მე-3 მუხლებით, 37-ე მუხლის (ბ) პუნქტით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ…
- საქმე №330100117001861602 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.03.2019
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ,,ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს“.
- საქმე №010100118002770194 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №140100119002841904 · გორის რაიონული სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №140100119002817386 · გორის რაიონული სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №100100118002461367 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №100100118002728943 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №100100118002620499 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.09.2018
- საქმე №100100118002572381 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №100100118002572974 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №100100118002570392 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 15.08.2018
- საქმე №100100118002532466 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 23.07.2018
- საქმე №100100118002475063 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 26.06.2018
- საქმე №100100118002471146 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 18.06.2018
- საქმე №100100118002472106 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 15.06.2018
- საქმე №100100118002447940 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 04.06.2018
- საქმე №100100118002336588 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 21.03.2018
- საქმე №100100118002336639 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 21.03.2018
- საქმე №100100118002313208 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 05.03.2018
- საქმე №010100117002234566 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.01.2018
- საქმე №100100117002226504 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 10.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება