კარი II — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი და ამ პროცესის მონაწილე პირებითავი IIIარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირების სპეციალიზაცია
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სრულწლოვანი პირის პროცესში მონაწილე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის მიმართ საპროცესო მოქმედებებს ახორციელებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები. თუ არასრულწლოვნის მიმართ საპროცესო მოქმედება არასპეციალიზებულმა პირმა განახორციელა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირს, რომელმაც უნდა განაგრძოს პროცესი, ხოლო არასპეციალიზებული პირი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს არასრულწლოვნის მართლმსაჯულების პროცესს.
2. ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირისა, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი და ამ პროცესის მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2390 – ვებგვერდი, 12.06.2018წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2018 კანონი №2390
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.05.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სრულწლოვანი პირის პროცესში მონაწილე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის მიმართ საპროცესო მოქმედებებს ახორციელებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები. თუ არასრულწლოვნის მიმართ საპროცესო მოქმედება არასპეციალიზებულმა პირმა განახორციელა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირს, რომელმაც უნდა განაგრძოს პროცესი, ხოლო არასპეციალიზებული პირი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს არასრულწლოვნის მართლმსაჯულების პროცესს. 2. ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირისა, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში. 3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი და ამ პროცესის მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-640აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2019
…სხვა მტკიცებულებებით. 7. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე უთითებს, რომ ზ. ქ-ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა კანონდარღვევით, რადგან ჩხრეკაში მონაწილე პირებს – გ. ა-სა და ჯ. ც-ეს არ ჰქონდათ გავლილი არასრულწლოვანთა სპეციალიზაციის კურსები. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში…
- საქმე №010100118002308252 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 23.04.2019
…საჩივარში დაცვის მხარე უთითებს, რომ ზ---- ქ-------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა კანონდარღვევით, რადგან ჩხრეკაში მონაწილე პირებს – გ------- ა----–---სა და ჯ---- ც--–----ეს არ ჰქონდათ გავლილი არასრულწლოვანთა სპეციალიზაციის კურსები. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში…
- საქმე №190310019002875476 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 03.04.2019
საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება