1. სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია.
2. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს.
21. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს აგრეთვე ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში.
3. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
4. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.09.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 03.09.2025 კანონი №954
- 14.06.2013 კანონი №741
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(850)
- საქმე №2კ-1092აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2026
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი შეიცავს ტექნიკურ და სამართლებრივ შეცდომებს, საკასაციო საჩივარში რიგ შემთხვევაში არასწორადაა მითითებული საქართველოს სსსკ-ის მუხლი (მაგალითად, საკასაციო საჩივრის სამოტივაციო ნაწილში კასატორი უთითებს საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლზე, პირველი ინსტანციის განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების წესზე და ითხოვს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას).
- საქმე №29აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.11.2023
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით.
- საქმე №19აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2023
კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვეში: დაპატიმრებიდან;
- საქმე №1აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.04.2023
კასატორის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან;
- საქმე №2კ-1-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2022
გ–ს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან ვერ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განაჩენის გასაჩივრების წესით, კერძოდ: მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.
- საქმე №39აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2021
- საქმე №50აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.12.2021
- საქმე №64აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №27აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2020
- საქმე №2კ-332აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2018
- საქმე №1აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2018
- საქმე №52აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.09.2017
- საქმე №37აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2017
- საქმე №93აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2016
- საქმე №9აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2016
- საქმე №2კ-291აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.03.2015
- საქმე №1056აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2014
- საქმე №971აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2014
- საქმე №330100115001046015 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.11.2018
- საქმე №010140018700050828 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.06.2018
- საქმე №330100119002885419 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №010100113352222 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №340100117002184212 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №330100117001909146 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №010100218700050679 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №330100115001046015 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.04.2018
- საქმე №020100120003414873 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 22.04.2020
- საქმე №330100119003153210 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.04.2020
- საქმე №080100120003462913 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №010100120003482332 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 16.03.2020
- საქმე №010100120003456674 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 16.03.2020
- საქმე №040100120003524261 · ცაგერის რაიონული სასამართლო · 13.03.2020
- საქმე №010100118002462790 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.03.2020
- საქმე №140100118002675018 · გორის რაიონული სასამართლო · 11.03.2020
- საქმე №010100119003134726 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.03.2020
- საქმე №010100120003473509 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.03.2020
- საქმე №010100119003154383 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 04.03.2020
- საქმე №330100119003129038 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.03.2020
- საქმე №010100119002980047 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №020100120003501639 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 01.03.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 850-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება