1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოდან იგზავნება სააპელაციო სასამართლოში.
2. სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აპელანტს აძლევს 5 დღის ვადას საჩივრის ხარვეზის შესავსებად. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თუ აღნიშნულ ვადაში აპელანტი შეავსებს ხარვეზს, სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.
4. თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი შეესაბამება ამ კოდექსის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, მას ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და ნიშნავს სააპელაციო სხდომის თარიღს.
5. სააპელაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში.
6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში.
7. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. სასამართლო უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი ზეპირი მოსმენის გარეშე შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით.
8. აპელანტს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სააპელაციო საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1822)
- საქმე №8აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
ც–ის მტკიცებით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ, მისი საქმე საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ვადის ნაცვლად განხილული იქნა 2 წელში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის დ.
- საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
…მოსმენის გარეშე განხილვა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ: საქმე განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, აპელანტი არ ითხოვდა დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენას და გამოკვლევას (იხ.: ტ. N10; ს.ფ. 17-18). 12.11.1. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს, მათ შორის, მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
- საქმე №2კ-915აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.04.2026
…მასალები იძლევა საჩივარში მითითებული გარემოებების ზეპირი მოსმენის გარეშე სრულყოფილად შეფასების, ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და არ არსებობს მისი ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა“ (ტ. N4; ს.ფ. 3-4). 20.2. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს, მათ შორის, მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
- საქმე №2კ-617აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2025
სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს კასატორის მიერ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის არასწორ ინტერპრეტაციას. კერძოდ, აღნიშნული ნორმა სასამართლოს უფლებას (ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე) უკავშირებს განსახილველი დანაშაულის კატეგორიას.
- საქმე №2კ-711აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2025
კ–ეს საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე განუმარტა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, საოქმო განჩინებით, დარჩა განუხილველი.
- საქმე №2კ-206აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.06.2024
- საქმე №2კ-1410აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2024
- საქმე №2კ-1117აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2024
- საქმე №2კ-1220აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2023
- საქმე №2კ-1278აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2023
- საქმე №2კ-1141აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2023
- საქმე №2კ-810აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.01.2023
- საქმე №2კ-790აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2022
- საქმე №2კ-594აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №2კ-1-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2022
- საქმე №2კ-235აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2022
- საქმე №2კ-908აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.03.2022
- საქმე №2კ-681აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2021
- საქმე №2კ-470აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2021
- საქმე №2კ-688აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2021
- საქმე №2კ-470აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2021
- საქმე №2კ-725აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2020
- საქმე №2კ-729აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2020
- საქმე №2კ-199აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2018
- საქმე №2კ-492აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.02.2018
- საქმე №2კ-490აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2015
- საქმე №2კ-456აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.12.2014
- საქმე №2კ-337აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2014
- საქმე №330100118002513502 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.03.2020
- საქმე №330100117002200199 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 25.09.2018
- საქმე №050100119002813147 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №330100120003406631 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.04.2020
- საქმე №330100120003441695 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №330100119003277253 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №040100120003439852 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003163552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100119003356500 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100119003324271 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №330100120003437263 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №110100117002184876 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.04.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1822-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება