1. განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ იგი ამ სასამართლომ გადასცეს მხარეს.
2. სასამართლო სააპელაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
3. აპელანტს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს სააპელაციო საჩივრის შესაგებლის ასლ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №330100119002885419 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.05.2019
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, ხოლო ამავე კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია შესაგებლის ცნება, კერძოდ, სასამართლო სააპელაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი.
- საქმე №330100117001909146 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.01.2019
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, ხოლო ამავე კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია შესაგებლის ცნება, კერძოდ, სასამართლო სააპელაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი.
- საქმე №330100118002447813 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.07.2018
მსჯავრდებულ პ---–---------------იძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, გაეგზავნა სახელმწიფო ბრალმდებელის სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესაგებელი არ წარმოუდგენია.
- საქმე №200100118002315678 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.05.2018
მსჯავრდებულ ს----------------ს, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით გაეგზავნა სახელმწიფო ბრალმდებელის, ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესაგებელი არ წარმოუდგენია.
- საქმე №330100117001808138 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
მსჯავრდებულ მ------------------–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, გაეგზავნა სახელმწიფო ბრალმდებელის, ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, მაგრამ მას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესაგებელი არ წარმოუდგენია.
- საქმე №330100117002141293 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება