სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით:
ა) შესავალი და დასკვნითი სიტყვებით პირველად გამოდის აპელანტი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე;
ბ) განაჩენის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი აკისრია აპელანტს;
გ) სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე;
დ) მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო;
ე) მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებს;
ვ) მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, მსჯავრდებულის მოთხოვნის შესაბამისად, სააპელაციო წესით საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იხილება;
ზ) სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს
სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის პირის განმეორებით მსჯავრდება)
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1614)
- საქმე №8აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობით, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბალისტიკური ექსპერტიზის N........ დასკვნა წარდგენილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 24…
- საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
2-5)), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად,,,სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი…
- საქმე №2კ-14აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2026
სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის შესაბამისად, არ დაუყენებია შუამდგომლობა სსიპ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 6 ივლისის №.........
- საქმე №2კ-922აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2026
სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით მხარის მიერ ახალი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა, გათვალისწინებულია სააპელაციო წარმოებისას ( საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლი) ან/და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ( საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი) განაჩენის გადასინჯვისას.
- საქმე №2კ-779აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.01.2026
რაც შეეხება ადვოკატების მოთხოვნას უზენაეს სასამართლოში მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვლიონ ახალი მტკიცებულებები.
- საქმე №2კ-712აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2026
- საქმე №2კ-741აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2025
- საქმე №2კ-431აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2025
- საქმე №2კ-473აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2025
- საქმე №2კ-33აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.05.2025
- საქმე №2კ-301აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
- საქმე №2კ-211აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
- საქმე №2კ-1343აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2024
- საქმე №2კ-1076აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2024
- საქმე №2კ-788აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2024
- საქმე №2კ-1000აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2023
- საქმე №2კ-238აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2023
- საქმე №2კ-174აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2023
- საქმე №2კ-108აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2023
- საქმე №2კ-94აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.06.2023
- საქმე №2კ-1316აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2023
- საქმე №ბს-1340(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №2კ-1328აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.05.2023
- საქმე №2კ-664აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.12.2022
- საქმე №2კ-966აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2022
- საქმე №2კ-537აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2022
- საქმე №2კ-679აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.10.2022
- საქმე №2კ-522აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.10.2022
- საქმე №22აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2022
- საქმე №2კ-594აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.07.2022
- საქმე №2კ-270აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №2კ-1-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2022
- საქმე №2კ-649აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №2კ-420აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №2კ-229აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №2კ-328აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2021
- საქმე №2კ-833აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2021
- საქმე №2კ-682აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2021
- საქმე №2კ-446აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.12.2020
- საქმე №2კ-738აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1614-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება