სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
თავი XLVI
საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
იმ დროს მოქმედი სსსკ-ის 371 მუხლის საფუძველზე. გ.კ-ი რომ არ ყოფილიყო ზემოთ აღნიშნული მუხლებით პასუხისგებაში მიცემული, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, პროკურორს არ ჰქონდა უფლება სსსკ-ის 371 მუხლის პირველი ნაწილით სარჩელი აღეძრა.
- საქმე №ბს-223(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2024
იმ დროს მოქმედი სსსკ-ის 371 მუხლის საფუძველზე. გ.კ-ი რომ არ ყოფილიყო ზემოთ აღნიშნული მუხლებით პასუხისგებაში მიცემული, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, პროკურორს არ ჰქონდა უფლება სსსკ-ის 371 მუხლის პირველი ნაწილით სარჩელი აღეძრა.
- საქმე №ას-1442-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2024
კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა სსსკ-ის 371-ე, 374-ე მუხლებით განსაზღვრული წესის დარღვევით, 45 დღეზე მეტის განმავლობაში, ვადის დაგვიანებით. 15. კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა მოცემული კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა.
- საქმე №ას-882-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
…დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. 10.5. ამავე კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.
- საქმე №ას-1351-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2021
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ არც საქალაქო სასამართლოს მიუჩნევია, რომ სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი და გადაუგზავნა იგი შემდგომი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 371-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.
- საქმე №ბს-309(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2019
- საქმე №ას-553-528-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2017
- საქმე №ას-899-865-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2016
- საქმე №ას-498-478-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2016
- საქმე №ბს-1021-994(კს-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.11.2010
- საქმე №ა-693-ა-14-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2008
- საქმე №ბს-796-758(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2007
- საქმე №ბს-1143-719(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.11.2005
- საქმე №3გ-ად-223-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.05.2002
- საქმე №3გ/ად-174-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2002
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება