1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;
ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;
ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას;
გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.
4. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.
საქართველოს 2017 წლის 8
თებერვლის
ორგანული
კანონი №255
- ვებგვერდი, 13.02.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 17.12.2025 ორგანული კანონი №1252
- 07.03.2018 ორგანული კანონი №2034
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილება 1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას; გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 4. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. თავისაქართველოს IV.2017 რაიონულიწლის (საქალაქო)8 სასამართლოთებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება