თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ საქმეებზე, ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებზე დაწყებულ სააპელაციო წარმოებას ერთპიროვნულად აგრძელებს სააპელაციო (საოლქო) სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ის მოსამართლე, რომელიც გამწესებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3388 - სსმ I, №26, 14.07.2006წ., მუხ.210
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4209 - სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-1167-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 443-ე მუხლი სასამართლოს არ აძლევდა შესაძლებლობას, ვალდებულებითი სამართლიდან წარმოშობილი დავა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე განეხილა ერთპიროვნულად, ამდენად, უკანონოა სააპელაციო სასამართლოს 2021 წლისნ 19 აპრილის საოქმო განჩინება საქმის კოლეგიურად განხილვაზე უარის თქმის შესახებ და იგი უნდა გაუქმდეს.
- საქმე №ას-17-14-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2015
…მ. შ.-ემ, ჯ. ჯ.-ემ, ვ. ქ-ემ და ლ. გ.-ამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 443-ე მუხლიდან გამომდინარე, არ არსებობდა ერთი მოსამართლის მიერ საქმის ერთპიროვნულად განხილვის საფუძველი.
- საქმე №ას-616-953-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2007
…2007 წლის 20 ივლისის განჩინებას ხელს აწერს ერთი მოსამართლე და ეს გარემოება საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უნდა მიიჩნიოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 443-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ საქმეებზე,…
- საქმე №010210014474235 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.04.2019
…გამოაკლდეს, რადგან ეს მოთხოვნა ხანდაზმულია. 4.18.2. პალატა აღნიშნავს, რომ 442-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. 4.18.3. ამავე კოდექსის 443-ე მუხლის მიხედვით, კი მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას, თუ მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება